თირის მონასტერზე მიშენებულ ბეტონის კიბეს მოანგრევენ

თირის მონასტერის სამრეკლოზე მისენებული ბეტონის კიბე

რუსეთის მიერ ოკუპურებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. კულტურის სამინისტრომ თირის მონასტერზე მიშენებული ბეტონის კიბის დემონტაჟი მოითხოვა. ამის შესახებ გამოცემა „Сапа“-ს დე ფაქტო უწყების ხელმძვანელმა რადა ძაგოევამ განუცხადა.

მისი ინფორამციით, 3 ნოემბერს „კულტურის სამინისტრომ“ წერილი მისწერა „ცხინვალის რაიონის“ ხელმძღვანელს ინალ ბაზაევს და ალანიის ეპარქიის წარმომადგენელს სიმონს თირის მონასტრის ტერიტორიაზე. XVI საუკუნის სამრეკლოზე მიშენებული ბეტონის კიბის დემონტაჟის მოთხოვნით. დე ფაქტო მინისტრის თქმით, „პროკურატურის“ მეშვეობით უკვე ჰქონდა საუბარი „ეპარქიასთან“ ორიოდე თვის წინ, მას შემდეგ რაც სასულიერო პირებმა ცხინვალის კონსტანტინესა და ელენეს სახელობის მე-10 საუკუნის ტაძარში შიდა სარემონტო სამუშაოები - კედლების შელესვა და იატაკზე ბეტონის დასხმა დაიწყეს.

„მათ ეს იმით ახსნეს, რომ ყველაფერი ინგრევა და „ჩვენ რაღაცას მაინც ვაკეთებთო“, მესმის, რომ ამ ძეგლების შენახვისა და სხვა ყველაფრის ფული არ გვაქვს, მაგრამ იმის შენარჩუნება მაინც ხომ შეგვიძლია რაც გვაქვს. რესტავრაციის ფული არ გვაქვს“, - განაცხადა რადა ძაგოევამ.

ასევე ნახეთ ოკუპირებული მემკვიდრეობა - რა მოსდის ძეგლებს ომის შემდეგ

დე ფაქტო კულტურის მინისტრის თქმით., მისმა თანამშრომლებმა თირის მონასტრის სამრეკლოზე ბეტონის კიბის მიშენების შესახებ ინტერნეტში გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან შეიტყვეს. ამის შესახებ, კერძოდ, სააგენტო „რეს“-ის მომხმარებლები და გამოცემა „Qartli.ge“ იტყობინებიან. მედიის ცნობით, კი ამ ადგილას კიბე 2021 წლის შემდეგ გაჩნდა.

რადიო თავისუფლება თირის მონასტერში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შესახებ 2015 წელსაც წერდა, მაშინდელმა რემონტმა ფრესკების ნაწილი გაანადგურა.

კიბის მიშენებით მონასტრისთვის მიყენებულ ზიანს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „კულტურის სამინისტრო“ შეისწავლის.

ასევე ნახეთ თირის მონასტერში ფრესკების ნაწილი გადალესეს

„ძეგლთა დაცვის განყოფილებაში სულ სამი ადამიანი მუშაობს, ფიზიკურად ვერ ვამოწმებთ არქიტექტურული ძეგლების მთლიანობას, ისინი მთელ რესპუბლიკაშია განთავსებული“, - განაცხადა რადა ძაგოევამ.