ტრამპი: ძალიან რთულია, თუ შეუძლებელი არა, ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე თავდასხმის გარეშე

აშშ-ის პრეზიდენტი თავის განცხადებას ასრულებს სიტყვებით: “საინტერესო ამბები გველის!”

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომზე განცხადება გამოაქვეყნა. ის მიიჩნევს, რომ ომს მხოლოდ თავდაცვით ვერ მოიგებ.

Truth Social-ით გავრცელებულ პოსტში ტრამპი წერს, რომ “ძალიან რთულია, თუ შეუძლებელი არა, ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე თავდასხმის გარეშე”.

აშშ-ის პრეზიდენტი სპორტის მაგალითს იხმობს და ამბობს, რომ შესანიშნავი სპორტული გუნდი რომ გყავდეს, თუ არ შეუტია, “გამარჯვების შანსი არ არსებობს!”

ასეა უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით, წერს ტრამპი და თავის წინამორბედს, ჯო ბაიდენს აკრიტიკებს: “უპატიოსნო და უკიდურესად არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი" არ აძლევდა უკრაინას საპასუხო იერიშის ნებართვას, მას მხოლოდ თავდაცვის უფლება ჰქონდა. რა გამოვიდა?

ტრამპის თანახმად, რუსეთსა და უკრაინას შორის ეს ომი არ დაიწყებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო და თავის განცხადებას ასრულებს სიტყვებით: “საინტერესო ამბები გველის!”

ასევე ნახეთ

სტივენ უიტკოფმა ისაუბრა ალასკაში შეხვედრის ახალ დეტალებზე პუტინს ზელენსკისთან შეხვედრა მოსკოვში სურს. შვეიცარია პუტინს იმუნიტეტს შესთავაზებსტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის საჰაერო მხარდაჭერა და ევროპის სახმელეთო ჯარები შეიძლება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის ნაწილი იყოსსერგეი ლავროვისთვის კონფლიქტების მოგვარებისას ტერიტორიების გაცვლა ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობისააზელენსკი: უსაფრთხოების გარანტიები იქნებამაკრონი: ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა ევროპაში უნდა ჩატარდესტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბარში განიხილა ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრის საკითხი ევროპის ლიდერებმა, ტრამპმა და ზელენსკიმ ერთობლივი შეხვედრა ჩაატარეს: „ჩვენ ყველას მშვიდობა გვინდა“ვიქტორ იუშჩენკო: პუტინის ძალა ჩვენს სისუსტეშია - უკრაინისთვის იარაღი გადამწყვეტიატრამპმა არ გამორიცხა უსაფრთხოების გარანტიისათვის უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნა