რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 11 დეკემბერს, დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო.
ოფიციალური ინფორმაციით, 10 დეკემბრის ღამის თერთმეტი საათიდან 11 დეკემბრის დილის შვიდ საათამდე საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს თვითმფრინავის ტიპის 287 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“ და მათგან ყველაზე მეტი, 118 - ბრიანსკის ოლქში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, 40-40 დრონი განადგურებულია კალუგის ოლქსა და მოსკოვის რეგიონში, 27 - ტულის ოლქში, 19 - ნოვგოროდში და დანარჩენი - იაროსლავის, ლიპეცკის, სმოლენსკის, კურსკის, ორიოლის, ვორონეჟის და რიაზანის ოლქებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოუგერიებელი დრონების რაოდენობას, როგორც წესი, არ ასახელებს.
ასევე ნახეთ უკრაინამ აშშ-ს გაუგზავნა პასუხი სამშვიდობო გეგმის ბოლო ვერსიაზე - მედიარაც შეეხება შედეგებს, მაგალითად, ბრიანსკის ოლქიდან, სადაც ოფიციალური მონაცემებით ყველაზე მეტი დრონი გაანადგურეს, ადგილობრივი ხელისუფლება დილის ათი საათის მდგომარეობით იუწყებოდა მხოლოდ ერთ, ვიგონიჩის რაიონში ოთხი მრავალბინიანი სახლისა და ხუთი ავტომანქანის დაზიანების შესახებ.
ტულის ოლქის გუბერნატორ დმიტრი მილიაევის თანახმად, ქალაქ ალექსინში დაზიანებულია საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა.
ტელეგრამ-არხი ASTRA წერს, რომ ქალაქ ნოვგოროდში დრონებით დარტყმა იყო ქიმიური პროდუქციის მწარმოებელ ქარხანა „აკრონზე“, ხოლო სმოლენსკის ოლქში - ქიმიური პროდუქციის მწარმოებელ „დოროგობუჟზე“, რომელიც ამავე სახელწოდების ქალაქში მდებარეობს.
უკრაინას რუსეთზე დრონებით მორიგი შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
ასევე ნახეთ უკრაინული დრონებით დაზიანებულმა სიზრანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება შეაჩერა - Reutersუკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს" უწოდებს, უკრაინა კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.