ოდესაში 8 ადამიანი ემსხვერპლა ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის იერიშს

ოდესა, შემთხვევის ადგილი

19 დეკემბრის საღამოს რუსეთის არმიამ ოდესის ოლქის პორტის ინფრასტრუქტურაზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმა განახორციელა. დაიღუპა რვა ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 30-მდეა. ეს ინფორმაცია ოდესის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გაავრცელა.

„ოდესის ოლქში მტრის თავდასხმას რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო კიდევ 27 ადამიანი დაშავდა. ზოგიერთი მათგანი ავტობუსში იმყოფებოდა, რომელიც იმ დროს დარტყმის ეპიცენტრში იყო“, - განაცხადეს მაშველებმა.

მათივე თქმით, დაზიანდა მსუბუქი ავტომობილები და ცეცხლი გაუჩნდა სატვირთოებს.

ოდესა

თითქმის ოთხი წელია რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. ამ დროის განმავლობაში ათიათასობით ადამიანი დაიღუპა.

ასევე ნახეთ

ოდესის ოლქზე იერიშის შედეგად 73 000-ზე მეტი აბონენტი დარჩა ელექტროენერგიის გარეშეგაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო განახლებული რეზოლუცია უკრაინის შესახებრუსეთის ჯარებმა უკრაინას დრონებით დაარტყესუკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა, კონვენციას ხელი საქართველომაც მოაწერაზელენსკი: საკმარისი არ არის რუსეთის იძულება შეთანხმებაზე. უნდა ვაიძულოთ რუსეთი, აღიაროს კანონები... რუსეთმა უნდა ზღოს!