Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო განახლებული რეზოლუცია უკრაინის შესახებ


ომით განადგურებული ქალაქი კონსტანტინოვკა რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში
ომით განადგურებული ქალაქი კონსტანტინოვკა რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო უკრაინის მიერ ინიციირებული განახლებული რეზოლუციის პროექტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმსა და სევასტოპოლში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

უკრაინა შესაბამის პროექტს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად წარადგენს.

ნიუ-იორკში, ასამბლეის სხდომაზე კენჭისყრა 18 დეკემბერს ჩატარდა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 79-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ.

ხმა წინააღმდეგ მისცა 16-მა: რუსეთმა, ბელარუსმა, ჩინეთმა, ირანმა, ჩრდილოეთმა კორეამ, კუბამ, ნიკარაგუამ და აფრიკის ზოგიერთმა ქვეყანამ. თავი შეიკავა 72-მა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ 79 მომხრე ქვეყანას მადლობა გადაუხადა „პრინციპული მხარდაჭერისთვის“.

რეზოლუცია გმობს რუსეთის აგრესიას, ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოითხოვს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანას.

დოკუმენტში საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ მილიტარიზაციასა და ადგილობრივ მცხოვრებთა იძულებით მობილიზაციაზე, სამხედრო ტყვეების წამებაზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების დევნასა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაზე.




ფორუმი

XS
SM
MD
LG