Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესის ოლქზე იერიშის შედეგად 73 000-ზე მეტი აბონენტი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე


საილუსტრაციო ფოტო: ხალხი ჩაბნელებულ ქუჩებში. კიევი, 9 დეკემბერი, 2025.
საილუსტრაციო ფოტო: ხალხი ჩაბნელებულ ქუჩებში. კიევი, 9 დეკემბერი, 2025.

ოდესის ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად 73 000-ზე მეტი აბონენტი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, არტიომ ნეკრასოვის თქმით, დნეპროპეტროვსკის ოლქში 26 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მისი თქმით, ყველაზე კრიტიკული სიტუაცია კვლავ რუსეთის მოსაზღვრე და ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე რეგიონებში რჩება. რუსეთის ჯარები აგრძელებენ სისტემატურ თავდასხმებს დონეცკის, ზაპოროჟიეს, სუმის, ხარკოვის, ხერსონის და ჩერნიგოვის ოლქებზე, სადაც გენერაციის, გადაცემის და განაწილების ქსელების დიდი დაზიანება დაფიქსირდა.

ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის თქმით, ოდესაში რუსეთის ჯარების თავდასხმის შედეგად კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა, ხოლო ერთი რაიონის ნაწილი დროებით ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დარჩა. მან დასძინა, რომ დარტყმის ტალღამ სახლები დააზიანა, რის შედეგადაც ერთი ქალი დაშავდა. ადგილზე მუშაობს ყველა კომუნალური სამსახური.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით უკრაინას თავს დაესხა რუსეთის 160 დრონი, რომელთაგან 108 ჩამოაგდეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG