დედაქალაქის მერიას 12 დეკემბერს მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 124 044 ლარი დაუჯდა. ღონისძიება, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე 23 წუთის განმავლობაში იმართებოდა, შპს „ვანილა ივენთის“ ორგანიზებული იყო.
ღონისძიებას უძღვებოდნენ წამყვანები მანიკა ასათიანი და ლევან ხურცია. შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თითოეულმა 6 507,5 ლარი აიღო.
ხელშეკრულებაში, რომელიც მერიასა და კომპანიას შორის დაიდო, წერია იმ საღამოს გაწეული სხვა ხარჯებიც.
- რეჟისორი - 13 015 ლარი;
- მხატვარი - 3905 ლარი;
- რადისტი - 1952 ლარი;
- სცენარისტი - 1952 ლარი;
- რეჟისორის ასისტენტი (2) - 3905 ლარი (ჯამში);
- მსახიობი (2) - 5205 (ჯამში);
- ანსამბლ „მეტეხი“ - 3905 ლარი;
- აკრობატული ნომერი - 3905 ლარი;
- საბალეტო ნომერი - 3905 ლარი;
- მუსიკალური გაფორმება - 27 500;
- პროექტის მენეჯერი - 3000 ლარი;
- ტექნიკური პერსონალი (3) - 1050 ლარი (ჯამში).
12 დეკემბრის ღონისძიების ხარჯთაღრიცხვა
წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 280 000 ლარი დაიხარჯება საახალწლო ღონისძიებებში - მომსახურებას წელსაც ტენდერის გარეშე ყიდულობენ.
ასევე ნახეთ სია: ვინ იმღერებს თბილისის საახალწლო კონცერტებზე და რამდენს გადაუხდიან მათ ასევე ნახეთ თბილისში მთავარი ნაძვის ხე აანთეს - ამჯერად არა პარლამენტთან, არამედ რესპუბლიკის მოედანზე