უკრაინის ფრონტზე დაიღუპა დენის კაპუსტინი, რუსეთის მოხალისეთა კორპუსის (РДК) დამფუძნებელი

დენის კაპუსტინი, РДК-ს დამფუძნებელი

უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსეთის მოხალისეთა კორპუსი (РДК) იუწყება მისი დამფუძნებლისა და მეთაურის დენის კაპუსტინის სიკვდილის შესახებ - ის “ზაპოროჟიეს მიმართულებით საბრძოლო დავალების შესრულებისას” დაიღუპა, წინასწარი ინფორმაციით - დრონის დარტყმის შედეგად.

მოხალისეთა კორპუსის თანახმად, დეტალები დგინდება და მოგვიანებით გახმაურდება.

დენის კაპუსტინი (იგივე დენის ნიკიტინი) - ყოფილი საფეხბურთო ხულიგანი, ულტრამემარჯვენე აქტივისტი და ბრენდ White Rex-ის დამფუძნებელია, რომელიც აწარმოებდა ტანსაცმელს ნაცისტური სიმბოლიკით. 2019 წელს გერმანიამ მას აუკრძალა შენგენის ზონაში შესვლა, „ლიბერალურ-დემოკრატიული წყობილების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების“ საფუძვლით.

2022 წელს კაპუსტინმა რუსეთის მოხალისეთა კორპუსი დააფუძნა, რომელიც მოგვიანებით უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში შევიდა, რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად. რუსეთში ეს ქვედანაყოფი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ არის გამოცხადებული.

2023 წელს კაპუსტინი მონაწილეობდა ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებზე განხორციელებულ თავდასხმებში.

2023 წლის ნოემბერში რუსეთის სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფოს ღალატისა და ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით. ერთი წლის შემდეგ ის კიდევ ერთხელ გაასამართლეს.

ასევე ნახეთ

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ ბელგოროდში დანაკარგებს უარყოფს, შოიგუ 70 მოკლულზე საუბრობს" ცეცხლოვანი ბიულეტენები"- რუსეთში შეჭრილი მოხალისეები არჩევნებში იარაღით მონაწილეობენ რუსეთმა ძებნილად გამოაცხადა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მეთაურიბრიანსკის ოლქში რეიდის მონაწილეებს ფსბ-მ ბრალი დასდო კონსტანტინ მალოფეევზე თავდასხმაშირუსი მოხალისე სამხედროები აცხადებენ, რომ რუსეთში მეორე ფრონტი გახსნეს"რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" აცხადებს, რომ სრულად აკონტროლებს სოფელს ბელგოროდის რეგიონშიომი რუსეთში, რომელსაც პუტინი არ იმჩნევს„რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" აცხადებს, რომ ბელგოროდში დაიწყო ოპერაციის მეორე ფაზა