3-4 იანვარს საქართველოში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

2025 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს ბევრ რაიონში მოთოვა

3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. შესაბამისი გაფრთხილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.

არსებული პროგნოზით, კოლხეთის დაბლობზე, ზოგან, ღამით ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა, მინუს 8 გრადუსამდე დაეცეს, ხოლო შიდა ქართლში - მინუს 17 გრადუსამდე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს თანახმად, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები, ძლიერმა ყინვამ და ლიპყინულმა შესაძლოა, შეზღუდვები გამოიწვიოს საავტომობილო გზებისა და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა - ელექტროგადამცემ ხაზებზე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასებით, საფრთხის დონე საშუალოა.

ასევე ნახეთ „19 საათის შემდეგ მოვახერხეთ გამოსვლა“ - სვანეთის გზაზე ზვავისას ავტომობილები გვირაბში გაიჭედნენ

2025 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს ბევრ რაიონში მოთოვა.

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. შეზღუდული იყო ენერგომომარაგება და საავტომობილო გზებზე გადაადგილება.

ასევე ნახეთ ზამთრის “მოულოდნელი” თოვლის შედეგები - სიტუაცია რთულია, ამინდის პროგნოზი ცუდი