დაუშვებელია სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ნაქერალის უღელტეხილზე აღდგენილია მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
3 იანვრის მსგავსად, საქართველოში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი 4 იანვარსაც. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 1 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა იყო მოსალოდნელი.
არსებული პროგნოზით, კოლხეთის დაბლობზე, ზოგან, ღამით ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა, მინუს 8 გრადუსამდე დაეცეს, ხოლო შიდა ქართლში მინუს 17 გრადუსამდე. 4 იანვარს, გამთენიისას, თბილისში ჰაერის ტემპერატურა მინუს 6-7 გრადუსს შეადგენდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს თანახმად, შესაძლოა, ძლიერმა ყინვამ მნიშვნელოვნად დააზიანოს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.
“ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა შესაძლებელია გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზების და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო)”, - წერია სააგენტოს ინფორმაციაში.
ძლიერი ყინვების დაწყებამდე, 2025 წლის დეკემბრის ბოლოს, თოვლი მოვიდა და პრობლემები შექმნა საქართველოს არაერთ მუნიციპალიტეტში. დიდთოვლობამ გამოიწვია ენერგომომარაგების შეწყვეტა და საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეზღუდვა.
ასევე ნახეთ ზამთრის “მოულოდნელი” თოვლის შედეგები - სიტუაცია რთულია, ამინდის პროგნოზი ცუდი ასევე ნახეთ „19 საათის შემდეგ მოვახერხეთ გამოსვლა“ - სვანეთის გზაზე ზვავისას ავტომობილები გვირაბში გაიჭედნენ