ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების გეგმა „არსებითად მზადაა", მხოლოდ ტრამპმა უნდა დაამტკიცოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 იანვარს განაცხადა, რომ კიევისთვის „არსებითად მზადაა" აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების გეგმის პროექტი. ახლა ის აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, უნდა წარუდგინონ დასამტკიცებლად.

„უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი დოკუმენტი ახლა არსებითად მზადაა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან უმაღლეს დონეზე დასასრულებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ X-ზე. მისი თქმით, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, მას პარიზის მოლაპარაკებების შედეგები აცნობა.

„განიხილეს ომის დასრულების ძირითად ჩარჩოსთან დაკავშირებული რთული საკითხები და უკრაინულმა მხარემ წარმოადგინა ამ დოკუმენტის დასრულების შესაძლო ვარიანტები. ჩვენ გვესმის, რომ ამერიკული მხარე რუსეთთან კომუნიკაციას გამართავს და ველოდებით გამოხმაურებას იმის შესახებ, ნამდვილად მზად არის თუ არა აგრესორი ომის დასასრულებლად“, - წერს ზელენსკი.

ასევე ნახეთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ეწინააღმდეგება სხვა ქვეყნების ჯარის უკრაინაში განლაგებასსენატორი გრემი: პრეზიდენტ ტრამპისგან „მწვანე შუქი“ აქვს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებასსტარმერი: პარლამენტში კენჭისყრის გარეშე უკრაინაში ჯარები არ გაიგზავნება საფრანგეთმა და ბრიტანეთმა უკრაინასთან ერთად ხელი მოაწერეს დეკლარაციას გარანტიების შესახებპარიზი მასპინძლობს უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიციის“ სამიტს