უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება დარტყმების შესახებ კასპიის ზღვაში, კომპანია "ლუკოილის" სამი ჭაბურღილის ობიექტებზე. განცხადების თანახმად, ობიექტები ჩართული იყვნენ რუსეთის არმიის უზრუნველყოფაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, ზიანის მასშტაბი დაზუსტების პროცესშია. განცხადებაში არც ისაა დაკონკრეტებული, რა საშუალებებით განხორციელდა დარტყმები. ცნობა დამოუკიდებლად დადასტურებული ჯერჯერობით არ არის.
უკრაინის არმიის გენერალური შტაბი დეკემბერშიც იუწყებოდა კასპიის ზღვაში რუსეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე მიყენებული დარტყმების თაობაზე.
ასევე ნახეთ უკრაინამ კასპიის ზღვაში რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურას დაარტყა. ნოვოროსიისკში დააზიანა რუსეთის წყალქვეშა ნავი ასევე ნახეთ „ლუკოილის“ ქარხანა „სტავროლენი“ სავარაუდოდ, ისევ დრონებით დარტყმის სამიზნე იყო ასევე ნახეთ უკრაინა ამტკიცებს, რომ კასპიის ზღვაში რუსეთის სამხედრო ხომალდს დაარტყა