მოკლედ
- რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 23 იანვარს ბათუმში დაბრუნდა 5 ქართველი მეზღვაური, რომლებიც 15 იანვარს კარიბის ზღვაში დაკავებულ ტანკერ "ვერონიკაზე" მუშაობდნენ. ეს ხომალდი "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილია და ვენესუელასთან კავშირის გამო დააკავეს აშშ-ის სამხედრო ძალებმა.
- მეზღვაურები პუერტო-რიკოდან გამოემგზავრნენ საქართველოში - პანამისა და სტამბოლის გავლით.
- მათი სამშობლოში დაბრუნება შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყო.
მას შემდეგ კი, რაც ისინი ერთკვირიანი გაუჩინარების შემდეგ ოჯახის წევრებთან სატელეფონო კონტაქტზე გამოვიდნენ, თქვეს რომ "ამ დროისთვის" ქართველი მეზღვაურები ტანკერ "ვერონიკაზე" არ იმყოფებოდნენ.
ასევე ნახეთ საგარეო: ტანკერ “ვერონიკაზე” ქართველი მეზღვაურები “ამ დროისთვის” არ არიან. მაშ სად არიან ისინი?რადიო თავისუფლება მათ შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას 20 იანვრის საღამოდან ვცდილობდით როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, მას შემდეგ, რაც მეზღვაურების ოჯახის წევრები დაგვიკავშირდნენ და მოგვაწოდეს ინფორმაცია გაიანის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდზე მყოფი ქართველი მეზღვაურების შესახებ.
22 იანვარს საერთაშორისო მედიაზე დაყრდნობით უკვე არსებობდა ცნობები იმის შესახებ, რომ ეს ხომალდი პუერტო-რიკოსთან იყო გაჩერებული.
ტანკერი "ვერონიკა" აშშ-ს მიერ დაკავებული მეექვსე ტანკერია - რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, მისი კაპიტანი რუსეთის მოქალაქეა. დაკავებამდე ტანკერი კარიბის ზღვაში ვენესუელის მოსაზღვრე ქვეყნის, გაიანის დროშის ქვეშ ცურავდა. მას შემდეგ, რაც შტატებმა ვენესუელასთან დაკავშირებული ხომალდების დაკავება დაიწყო, “ვერონიკამ” შეიცვალა როგორც დროშა, ისე სახელი - გემების საძიებო ონლაინ ბაზებში ეს ხომალდი, საიდენტიფიკაციო ნომრით [IMO*] 9256860, ახლა უკვე "გალილეოს" სახელით და რუსული დროშის ქვეშ იძებნება.
ეს არის ხომალდი “ჩრდილოვანი ფლოტიდან”, რომელიც რუსეთთან, ირანსა და ვენესუელასთან ნედლი ნავთობის ვაჭრობაზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენებოდა და დასანქცირებულიც იყო. 2022 წლის აპრილში ის საბერძნეთის სანაპირო დაცვამ კარისტოსის ყურეში დააკავა ირანული ნავთობით დატვირთული - ამ დროს ამ ტანკერს “ლანა” ერქვა. 2026 წლის 15 იანვარს ის ვენესუელასთან კავშირის გამო დააკავეს. სანქციების უკრაინულ პორტალზე მითითებულია, რომ “გალილეო”, რომელიც არა მხოლოდ რუსეთის და ირანის დროშებით, არამედ სხვადასხვა დროს ნიდერლანდის სამეფოსა და ლიბერიის დროშებითაც დაცურავდა, ამერიკული სანქციების ქვეშაა. მისთვის დაწესებული აქვს სანქციები დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირსაც.
ასევე ნახეთ საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რუსეთიდან მიმავალი ნავთობტანკერი დააკავეს2025 წლის 25 დეკემბრიდან ყოფილი Veronica და ახლა უკვე GALLULEO ეკუთვნის კომპანია „ბურევესტმარინს", რომელიც რუსეთის ქალაქ რიაზანში ნახევარი წლის წინ არის დარეგისტრირებული. კომპანიის მფლობელია ილია ბუგაი - რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიდან. ბუგაი ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. ის კომპანია „რუსნეფტეხიმტორგის“ გენერალური დირექტორიც არის. ეს კომპანია ნავთობპროდუქტებით ვაჭრობს, მათ შორის - ტანკერებით. ამავე კომპანიას ეკუთვნის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებული კიდევ ერთი ტანკერი, MARINERA/BELLA 1, რომელზეც ასევე იმყოფებოდნენ ქართველი მეზღვაურები და რომლის კაპიტანიც საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კალანდაძე აღმოჩნდა.
ასევე ნახეთ დასტურდება, რომ ქართველია აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი - "ქართველი მეზღვაურების უმეტესობა მუშაობს რუსეთის ტვირთებზე"