„რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.
ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ასევე ნახეთ უნივერსიტეტებში სხვადასხვა პროგრამაზე სტუდენტებისთვის კვოტები დაწესდება, რაც „დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს“ე.წ. გარდამავალ პერიოდში „შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო - და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს“.
ასევე ნახეთ „გუშინ გავიგე“ - ინტერვიუ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან ასევე ნახეთ მერე რა მოხდა? - რექტორების უმრავლესობას მოსწონს ის, რასაც მათ და მათ სტუდენტებს ხელისუფლება უპირებსგივი მიქანაძემ თქვა, რომ ამით არ შემცირდება სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობა.
ასევე ნახეთ „ოცნების“ განათლების რეფორმა - ვინ იხეირებს, თქვენი შვილი თუ მმართველი პარტიაუმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ პირველად „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული წლის 17 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ მოქმედი განათლების სისტემა ვერ უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს და რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს „ამბიციური მიზანი“, სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იმავენაირი განათლება, როგორსაც უცხოეთში იღებენ.
„ქართული ოცნების“ მთავრობა გეგმავს საუნივერსიტეტო განათლების რეფორმას, რომელიც მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით: „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“.
რეფორმა მიზნად ისახავს სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებასა და სახელმწიფოს დაკვეთით მუშაობას. უნივერსიტეტებიდან კრიტიკულ პოზიციას გამოხატავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ასევე ნახეთ ილიაუნი: "შეწყდეს უნივერსიტეტების ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა"