მან ასევე დააანონსა მინისტრ გივი მიქანაძესთან შეხვედრა „კვირის ბოლოს“ - შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუ-ს გაერთიანების გეგმას შეეხება.
ორშაბათს, 2 თებერვალს, სტუ-ში პროფესორებთან შესახვედრად მივიდა განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია.
„ან ასეთი, ან ისეთი გადაწყვეტილება“
როგორც დავით გურგენიძემ ჟურნალისტებს საღამოს განუხადა, გაბისონიასთან გამართეს „ნაყოფიერი შეხვედრა“, რომელიც 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
სხვა დეტალები, მისი თქმით, ასეთია:
- „აკადემიურმა საზოგადოებამ ... წარმოადგინა თავისი მოსაზრებები ... რა არის ამაში დადებითი, ჩვენ რას ვხედავთ უარყოფითს“;
- „ბევრი შეკითხვა იყო და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბატონი ზვიადი და სხვა პირები ამ ყველაფერს მიაწვდიან ბატონ მინისტრს“;
- კვირის ბოლოს გივი მიქანაძესთან შეხვედრის შემდეგ „შევაჯერებთ საბოლოო პოზიციებს“ და „აკადემიური საბჭო მიიღებს ან ასეთ, ან ისეთ გადაწყვეტილებას“;
„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება არავის ხელი გადაგრეხვა“, - განაცხადა გურგენიძემ.
„ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში და ერთობლივი გადაწყვეტილებით“, - აღნიშნა მან.
2 თებერვალსვე გამართა შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აკადემიურ პერსონალთან.
„დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია“, - თსუ-ს პრესცენტრის ცნობით, ასე განაცხადა სამუშიამ.
თსუ-ც წერს, რომ „სხდომის მონაწილეები შეჯერდნენ“, რომ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაა აუცილებელი.
ასევე ნახეთ დიალოგის გაგრძელება აუცილებელია - თსუ-ს რექტორის პირველი კომენტარი სტუ-სთან გაერთიანებაზე- 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმის ფარგლებში თსუ და სტუ გაერთიანდებიან.
- ერთიან სასწავლებელს თსუ ერქმევა და ივანე ჯავახიშვილის სახელს შეინარჩუნებს.
- 29 იანვრიდან მოყოლებული, პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი და სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავენ.
- სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებს ითხოვს.
- აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს ამ ცვლილების შესახებ.