ზაპოროჟიეს ოლქსა და ქალაქ ზაპოროჟიეში საჰაერო განგაში ღამის თორმეტი საათისთვის გამოცხადდა. რამდენიმე საათის შემდეგ, 6 თებერვალს ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ქალაქ ზაპოროჟიეში დაშავდა 14 წლის ბიჭი, დაზიანებულია კერძო სახლები და ენერგომომარაგება შეუწყდა 12 ათას აბონენტს.
განახლება: ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტელეგრამ-არხზე განახლებული ინფორმაციით, რუსული დრონით დარტყმის შედეგად ვოლნიანსკის რაიონში დაინგრა კერძო სახლი, დაღუპულია ცოლ-ქმარი, 48 წლის ქალი და 49 წლის კაცი.
ასევე ნახეთ აბუ-დაბიში მიღწეულია შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის შესახებწუხელ საჰაერო განგაში გამოაცხადეს რუსეთის ბელგოროდის ოლქში. რეგიონის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, განგაში სარაკეტო დარტყმის საფრთხით იყო გამოწვეული. ადგილობრივ მცხოვრებთ სარდაფებში ჩასვლისკენ მოუწოდეს.
6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 05:00 საათისთვის გლადკოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ქალაქ ბელგოროდსა და ოლქის ხუთ რაიონში „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებების დიდი მოცულობაა“.
გუბერნატორს კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების თანახმად, შეტევა იყო თბოელექტროცენტრალ „ბელგოროდზე“ და დაბა სტრელკოვოეს რაიონში მდებარე ელექტროქვესადგურზე. ქალაქ ბელგოროდის და ოლქის რამდენიმე რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის, წყლის და გათბობის მიწოდება შეუწყდა.
ბრძოლა ენერგორესურსებისთვის: რუსეთში ბელგოროდი ჩაბნელდა, უკრაინა კი კიევის თბოელექტროსადგურის დაზიანებას აჩვენებს
რუსეთის ბელგოროდის ოლქის ადმინისტრაცია უკრაინის მხრიდან სარაკეტო შეტევის შედეგად ენერგომომარაგების შეზღუდვის შესახებ იუწყებოდა 3 თებერვალსაც.
უკრაინის ხელისუფლება რუსეთში ენერგოობიექტებზე დარტყმის შესახებ ოფიციალურად არაფერს ამბობს. სავარაუდოდ, ეს არის პასუხი რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოობიექტების განადგურებაზე, რის გამოც ქვეყანაში უმწვავესი ენერგოკრიზისია.
ზამთრის ძლიერი ყინვის პირობებში კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებსა და რაიონებში შეზღუდულია ელექტროენერგიით, გათბობითა და წყლით მომარაგება.
ასევე ნახეთ „ზამთრის გენოციდის მცდელობა“ - უკრაინა რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგებზე