მისი აზრით, ჩაფხუტის ტარებით წესი არ დარღვეულა.
Reuters-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ჰერასკევიჩს სახელმწიფო ჯილდოს გადასცემს.
შეჯიბრებების დროს პოლიტიკური ხასიათის ჟესტები ოლიმპიური ქარტიით აკრძალულია.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ჰერასკევიჩმა „არ დაიცვა სპორტსმენების მიერ აზრის გამოხატვის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესები“.
ასევე ნახეთ
ოლიმპიადას ჩამოაშორეს უკრაინელი სპორტსმენი, რომელმაც უარი არ თქვა „ხსოვნის ჩაფხუტით" ასპარეზობაზესპორტსმენმა მტკიცედ განაცხადა, რომ მილან-კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე შეჯიბრებაში ის კვლავაც გამოვიდოდა იმ ჩაფხუტით, რომელზეც გამოსახულია 2022 წელს რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის შედეგად დაღუპული უკრაინელი ათლეტების სურათები.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია: „(გადაწყვეტილება) ბობსლეისა და სკელეტონის საერთაშორისო ფედერაციის (IBSF) ჟიურიმ მიიღო იმის საფუძველზე, რომ ჩაფხუტი, რომლის ტარებაც მას სურდა, წესებს არ შეესაბამებოდა“.
დაუმორჩილებელმა ჰერასკევიჩმა X-ზე პოსტი გამოაქვეყნა ფოტოსთან ერთად, რომელზეც ჩაფხუტითაა ასახული. „ეს ჩვენი ღირსების ფასია“, - წერს ის.
„ოლიმპიურმა მოძრაობამ ომების შეჩერებას უნდა შეუწყოს ხელი და არა აგრესორების სასარგებლოდ იმოქმედოს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
„ჩვენ ვამაყობთ ვლადისლავით და იმით, რაც მან გააკეთა. გამბედაობა ნებისმიერ მედალზე ძვირფასია“.
ასევე ნახეთ
უკრაინელ ოლიმპიელს აუკრძალეს ომის შედეგად დაღუპული სპორტსმენების ფოტოების დემონსტრირებასპორტსმენებს უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი შეხედულებები პრესკონფერენციებსა და სოციალურ მედიაში. სამშაბათს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ჰერასკევიჩს შავი სამკლავურის ტარების უფლებას მისცემდა.
ასევე უარყოფილ იქნა კიდევ ერთი შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, მას შეეძლო ეტარებინა ჩაფხუტი შერეულ ზონაში, სადაც სპორტსმენები რბოლის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრებიან.
„ბატონ ჰერასკევიჩს შეეძლო ჩაფხუტის ჩვენება ყველა სავარჯიშო რბოლაში“, - ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხუთშაბათის განცხადებაში. „საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ასევე შესთავაზა მას ჩაფხუტის ტარების შესაძლებლობა შეჯიბრების დასრულებისთანავე, შერეულ ზონაში გავლისას“.
ჰერასკევიჩს აქვს გასაჩივრების შესაძლებლობა, თუმცა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ AFP-ს განუცხადა, რომ ჰერასკევიჩს მისთვის არ მიუმართავს.