თავდაპირველად, 2026 წლის 13 მარტს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსული ნავთობი, - რომელიც იმ დროს უკვე ზღვაში ტანკერებზე იმყოფებოდა, - სანქციებისგან დროებით გაათავისუფლა.
ეს გადაწყვეტილება, აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის თქმით, განპირობებული იყო გლობალური ნავთობის ფასების სტაბილიზაციის მიზნით, - ირანში ომის ფონზე.
გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა - მან 13 მარტს გამოსცა „გენერალური ლიცენზია“, რაც გულისხმობდა სანქცირებული ნავთობის დროებით გათავისუფლებას სანქციებისგან.
მოგვიანებით, 15 აპრილს, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ გენერალური ლიცენზიის მოქმედების ვადას აღარ გაახანგრძლივებდა.
თუმცა 17 აპრილს სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა ერთთვიანი ლიცენზია კვლავ გამოსცა.
შეზღუდვა მოეხსნათ 2026 წლის 17 აპრილის მდგომარეობით საზღვაო ხომალდებზე დატვირთულ რუსული წარმოშობის ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს.
ასევე ნახეთ
ბესენტი: სანქციების შემსუბუქებით რუსეთი 2 მლრდ დოლარზე მეტ შემოსავალს არ მიიღებს- რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შემსუბუქება უკრაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. მათ შეშფოთება გამოხატეს, რომ ეს რუსეთის სამხედრო შემოსავლებს გაზრდის.
- აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 22 მარტს გამოთქვა მოსაზრება, რომ ვაშინგტონის მიერ რუსეთის ნავთობის მრეწველობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება სინამდვილეში მოსკოვის ნავთობის შემოსავლების შემცირებას ისახავს მიზნად და არა მათ გაზრდას, როგორც ამას გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები აცხადებენ.
- აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები ირანის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის დასრულების შემდეგ აღდგება.