ეს მისია, რომელიც ევროკავშირმა 21 აპრილს დაამტკიცა, „უცხოეთის საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან“ (FIMI) ბრძოლაში უნდა დაეხმაროს ერევანს.
ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ეს ნაბიჯი სომხეთს რეგიონში „ანტირუსულ ფორპოსტად აქცევს“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ პარასკევს განაცხადა, რომ მისიის მეშვეობით ევროკავშირი არჩევნების შედეგებზე „გავლენის მოხდენას“ შეეცდება, „უკანონო ფინანსური ნაკადების თვალყურის დევნებისა და კიბერშეტევებთან, ინფორმაციულ მანიპულაციებსა და მესამე ქვეყნებიდან ინფორმაციულ ჩარევასთან ბრძოლის საბაბით“.
ასევე ნახეთ
ზახაროვა: რუსეთი „იძულებული იქნება“ საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანოს, თუ ის ევროკავშირში გაწევრიანდება„მისია, რომელიც ამტკიცებს, თითქოს სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა დაეხმაროს, თავად არის ასეთი ჩარევის ინსტრუმენტი“, - განუცხადა ზახაროვამ ჟურნალისტებს.
„ვიმედოვნებთ, ჩვენი სომეხი მოკავშირეები და მეგობრები არ დაუშვებენ, რომ ახალმა მისიამ ... ერევანი დასავლეთის გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩაითრიოს, რაც ჩვენს ქვეყანასთან მეგობრული კავშირების განადგურებას და ბრიუსელის ანტირუსულ პოლიტიკასთან მიერთებას გულისხმობს“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ
ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად შექმნა ახალი სამოქალაქო მისია- ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 21 აპრილს შეთანხმდნენ სომხეთში კიდევ ერთი სამოქალაქო მისიის გაგზავნაზე;
- ორწლიანი მისიის ამოცანა იქნება სომხეთში „რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობის“ წინააღმდეგ ბრძოლა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 21 აპრილს განაცხადა: „სომხები მასიური დეზინფორმაციული კამპანიებისა და კიბერთავდასხმების პირისპირ იმყოფებიან“.
„მომდევნო წლებში, ევროკავშირის სამოქალაქო მისია გასცემს ექსპერტულ რჩევებს სომხეთის სამთავრობო უწყებებისა და გუნდისთვის, სწრაფი მოქმედებისთვის. როცა ივნისში სომხები წავლენ საარჩევნო უბნებზე, მათ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება თავიანთი ქვეყნის მომავალზე. ევროკავშირი ხელს უწყობს სომხეთის მედეგობის გაზრდას“, - განაცხადა მან.