"მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელზე" გაამახვილა ყურადღება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც.
ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერით, გასული წლის აგვისტოში მიღებულ სამშვიდობო დეკლარაციას.
ფაშინიანის თქმით, ამჟამად მხარეები TRIPP-ის პროექტის განხორციელების მიმართულებით მოძრაობენ.
„ახლა ჩვენ მივიწევთ მნიშვნელოვანი პროექტის - „Trump Route for International Peace and Prosperity“ განხორციელებისკენ… ახლა ჩვენ გვაქვს მშვიდობა აზერბაიჯანთან… ამჟამად ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან ჩვენს ორ ქვეყანაში მშვიდობის განსამტკიცებლად და ინსტიტუციონალიზაციისთვის“, - აღნიშნა მან.
ფაშინიანის სიტყვებით, ეს ასევე არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობს, თუმცა ონლაინფორმატში.
ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ 2028 წელს ექნება შესაძლებლობა ეწვიოს აზერბაიჯანს ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-10 სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
“სხვათა შორის, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ორმხრივად დაუჭირეს მხარი ერთმანეთის კანდიდატურებს ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტების ჩასატარებლად“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამიტი მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტექსტში, მსოფლიოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით - უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთამდე.
“ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენი დისკუსიებისა და გადაწყვეტილებების შედეგად, ეს სამიტი შესაძლოა გახდეს ისტორიული საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის თვალსაზრისითაც”, - თქვა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა ისიც აღნიშნა, რომ ერევანში მიმდინარე სამიტში მონაწილეობს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი. ფაშინიანის თქმით, ეს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტია სომხეთში.
ალიევის ჩართვა ბაქოდან
სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იჰლამ ალიევმა, რომლის შეხვედრას ბაქოდან ვიდეოზარის მეშვეობით ერთვებოდა თქვა, რომ “ცხრა თვეა, მშვიდობიანად ცხოვრობენ და “ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას“ .
ისიც შეეხო გასული წლის აგვისტოში, სომხეთთან ვაშინგტონში ხელმოწერილ დეკლარაციას და თქვა, რომ მშვიდობის მიღწევის შემდეგ “აზერბაიჯანმა ცალმხრივად მოხსნა სომხეთისთვის 1990-იანი წლების დასაწყისში დაწესებული ყველა სატრანზიტო შეზღუდვა” და რომ “როგორც აზერბაიჯანი, ასევე სომხეთი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს”.
1990-იანი წლების დასაწყისში ყარაბაღის კონფლიქტმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებები გამოიწვია. აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონი და მიმდებარე 7 რაიონი ოკუპირებული იყო. 2020 წელს 44-დღიანი ომის და 2023 წელს ერთდღიანი სამხედრო ოპერაციების შედეგად, ბაქომ აღადგინა სუვერენიტეტი მთელ თავის ტერიტორიაზე.
ალიევმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა ევროპარლამენტი მის მიერ მიღებული რეზოლუციის გამო და მოითხოვა ევროპარლამენტმა განიხილოს „ევროპული ოჯახის ფუნდამენტური პრობლემები: მიგრაცია, ისლამოფობია, კონკურენტუნარიანობის ნაკლებობა“.
მან თქვას, რომ აზერბაიჯანმა „აღადგინა საერთაშორისო სამართალი, ბოლო მოუღო სეპარატიზმს, დაიცვა თავისი ტერიტორიული მთლიანობა და პასუხისგებაში მისცეს ომის დამნაშავეები“, და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროპარლამენტის უახლესი „პროვოკაციული“ რეზოლუციის საპასუხოდ, მილი მეჯლისი მაისიდან შეაჩერებს ყველანაირ კავშირსა და თანამშრომლობას ევროპარლამენტთან და ევრონესტთან.
ასევე ნახეთ
აზერბაიჯანის პარლამენტმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა შეაჩერა, ბაქომ პროტესტი გამოუცხადა ევროკავშირის ელჩს„მიუხედავად ყველა იმ ადამიანის ძალისხმევისა, ვინც ცდილობს ამ პროცესის ჩაშლას, აზერბაიჯანი ერთგულია სამშვიდობო დღის წესრიგის“, - განაცხადა ალიევმა.
ალიევის გამოსვლიდან რამდენიმე წუთში, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ალიევისთვის საპასუხოდ სპეციალური გამოსვლა მოითხოვა.
„ევროპარლამენტი არის დემოკრატიული ორგანო არჩეული წარმომადგენლებით, რომლის რეზოლუციებიც მიიღება ხმათა უმრავლესობით. მისმა შედეგებმა შეიძლება ბევრისთვის უხერხულობა შექმნას. მაგრამ ჩვენ არასდროს შევცვლით ჩვენს სამუშაო წესს და ჩვენს პოზიციას“, - თქვა რობერტა მეცოლამ.
ევროპარლამენტის მიერ ხმათა უმრავლესობით 30 აპრილს მიღებული რეზოლუცია ადასტურებს მთიანი ყარაბაღის ყოფილი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სომხური მოსახლეობის უფლებების მხარდაჭერას, მათ შორის იდენტობის, ქონების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობას და უსაფრთხო, შეუფერხებელი და ღირსეული დაბრუნების უფლებას სათანადო საერთაშორისო გარანტიებით.
რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას, პასუხისმგებლობა დაეკისროთ სომხური კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის განადგურების გამო დამნაშავე პირებს.
4 მაისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში დაიწყო „ევროპის პოლიტიკური საზოგადოების“ (EPC) სამიტი, რომელსაც ესწრებიან ევროკავშირის, წევრი ქვეყნების, რეგიონის ქვეყნებისა და, ასევე, ბრიტანეთისა და კანადის პირველი პირები.
ეს ფორმატი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა და სომხეთი მასპინძლობს მის მერვე სამიტს. სამიტის თანათავმჯდომარეები არიან პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.
ღონისძიების სლოგანია „მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“ და იმართება ერევანში, კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ და საკონცერტო დარბაზში.