ერევანი მასპინძლობს სომხეთისა და ევროკავშირის პირველ სამიტს

მარცხნიდან მარჯვნივ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი. ერევანი, 2026 წლის 5 მაისი

5 მაისს ერევანში გაიხსნა სომხეთისა და ევროკავშირის პირველი სამიტი, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტები, ანტონიუ კოშტა და ურზულა ფონ დერ ლაიენი ხელმძღვანელობენ.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამიტის დღის წესრიგშია თანამშრომლობის გაფართოება თავდაცვის და უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ციფრული ტექნოლოგიების და სხვა სფეროებში.

სომხეთმა, რომლის ხელისუფლებაც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის პირობებში აირჩია ევროკავშირთან დაახლოების კურსი.

ასევე ნახეთ

მაკრონი სომხეთზე: რვა წლის წინ ამ ქვეყანას აქ წარმოდგენილი უამრავი სახელმწიფო თვლიდა რუსეთის დე ფაქტო სატელიტად

სომხეთი-ევროკავშირის სამიტის წინ, 4 მაისს ერევანმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს უმასპინძლა.

2026 წლის ივნისში სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია.

ასევე ნახეთ

სომხეთმა და ბრიტანეთმა „სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია“ გააფორმეს