Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა და ბრიტანეთმა „სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია“ გააფორმეს

ფოტოზე: კირ სტარმერი (მარცხნივ) და ნიკოლ ფაშინიანი ერევანში. 4 მაისი
ფოტოზე: კირ სტარმერი (მარცხნივ) და ნიკოლ ფაშინიანი ერევანში. 4 მაისი

სომხეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

დეკლარაციაზე ხელმოწერის ღონისძიება გაიმართა ორშაბათს, 4 მაისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სადაც კირ სტარმერი სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად იმყოფება „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ (EPC) სამიტზე.

„დღევანდელი ერთობლივი დეკლარაციით კირ სტარმერთან სომხეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ჩვენ ვხსნით ახალ და იმედისმომცემ თავს ჩვენს ურთიერთობებში, რომლებიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და გაძლიერებულ თანამშრომლობას“, - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა X-ზე.

ჯერჯერობით ლონდონს ოფიციალური გამოხმაურება არ ჰქონია.

ერევანში მყოფმა კირ სტარმერმა ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვა ლიდერებთანაც, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, - ის მას ერევანში ჩასვლისთანავე, 3 მაისს, შეხვდა.

ამავე სამიტის კულუარებში, პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ სტარმერთან ერთად ხელი მოაწერეს ბრიტანეთსა და პოლონეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეკრულებას.

4-5 მაისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმართება „ევროპის პოლიტიკური საზოგადოების“ (EPC) სამიტი, რომელსაც ესწრებიან ევროკავშირის, წევრი ქვეყნების, რეგიონის ქვეყნებისა და ასევე ბრიტანეთისა და კანადის პირველი პირები.

  • ეს ფორმატი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა და სომხეთი მასპინძლობს მის მერვე სამიტს. სამიტის თანათავმჯდომარეები არიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.
  • ღონისძიების სლოგანია „მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“ და იმართება ერევანში, კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ და საკონცერტო დარბაზში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG