აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ახლა მხოლოდ შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ შეუძლიათ მათზე განაცხადის შეტანა.
პრესრელიზის თანახმად, აშშ-ში დროებით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სურს მწვანე ბარათის მიღება, განაცხადის შესატანად თავის ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს, გარდა „განსაკუთრებული გარემოებებისა“.
„უცხოელების მიერ საკუთარი ქვეყნებიდან განაცხადის შეტანა ამცირებს იმ პირთა პოვნისა და დეპორტაციის საჭიროებას, რომლებიც გადაწყვეტენ არალეგალურად დარჩნენ შეერთებულ შტატებში მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე უარის მიღების შემდეგ“, - განაცხადა USCIS-ის პრესმდივანმა, ზაკ კალერმა.
მან დასძინა, რომ სტუდენტებმა, დროებითი სამუშაოს მქონე პირებმა ან ტურისტებმა, რომლებიც შეერთებულ შტატებში ხანმოკლე პერიოდით ჩამოდიან, არ უნდა მიიჩნიონ, რომ მათი ვიზიტი პირველი ნაბიჯია მწვანე ბარათის მიღების პროცესში.
USCIS-ის ყოფილმა თანამშრომელმა დაგ რენდმა NBC News-ს განუცხადა, რომ ყოველწლიურად მწვანე ბარათზე განაცხადი შეაქვს დაახლოებით მილიონ ადამიანს, რომელთა ნახევარი ამას აშშ-ს ტერიტორიაზე აკეთებს.