რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: იაპონიაში ერთობლივი წვრთნებისთვის აშშ-ის რაკეტების განლაგება რუსეთს საფრთხეს უქმნის

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 მაისს განაცხადა, რომ აშშ-ის სარაკეტო სისტემებისთვის იაპონიის ტერიტორიაზე განლაგების ნებართვის მიცემა რუსეთის აღმოსავლეთ საზღვრებს საფრთხეს შეუქმნის.

აშშ-სა და იაპონიის ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და Typhon-ის ტიპის სარაკეტო სისტემის განლაგების შესაძლებლობაზე დასმულ შეკითხვაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ-ის სარაკეტო სისტემების იაპონიაში განლაგება უარყოფით გავლენას მოახდენს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

ზახაროვას თქმით, რუსეთი ტოკიოს ქმედებებს განზრახ მტრულ მოქცევად მიიჩნევს.

ასევე ნახეთ

რუსეთი არ მიესალმება სომხეთის თანამშრომლობას მათთან, ვისაც რუსეთისთვის ზიანის მიყენება სურს - მარია ზახაროვა


ასევე ნახეთ

"ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააფუჭა" - პუტინის ბიოგრაფი ფილიპ შორტი