ტრამპი: ისრაელის ჯარი ბეირუთზე არ წავა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ცნობა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა და ისრაელის ჯარისკაცები ბეირუთში არ წავლენ: “ბიბი ნეთანიაჰუსთან ძალიან პროდუქტიული საუბარი მქონდა და ბეირუთში ჯარისკაცები არ წავლენ და ყველა ჯარისკაცი, რომლებიც გზაში არიან, უკვე უკან გაბრუნებულია”.

აშშ-ის პრეზიდენტი truth social-ზე წერს, რომ მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით ესაუბრა ასევე ჰეზბოლასაც: “ძალიან კარგი საუბარი მქონდა ჰეზბოლასთან და ისინი შეთანხმდნენ, რომ ყველანაირი სროლა შეწყდებოდა - რომ ისრაელი მათ თავს არ დაესხმებოდა და არც ისინი დაესხმებოდნენ თავს ისრაელს”.

ასევე ნახეთ

ირანი აცხადებს, რომ აშშ-თან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანსაც ეხება და დარღვევისთვის პასუხისმგებელი ვაშინგტონი და ისრაელი არიან

მანამდე ირანის ისლამურ რევოლუციურ გვარდიასთან დაახლოებულმა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა გაავრცელა ცნობა, რომ „იმის გათვალისწინებით, რომ ლიბანი იყო ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთი წინაპირობა და ეს ცეცხლის შეწყვეტა ახლა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, დაირღვა, ირანის მოლაპარაკების ჯგუფი წყვეტს მოლაპარაკებებს და ტექსტური შეტყობინებების გაცვლას შუამავლის მეშვეობით“. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, „ირანის ოფიციალურმა პირებმა და მომლაპარაკებლებმა“ მოითხოვეს ისრაელის თავდასხმების დაუყოვნებლივ შეჩერება „და მოლაპარაკებები არ იქნება”, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ასევე ნახეთ

ირანი ვაშინგტონთან „შეტყობინებების გაცვლას წყვეტს“ ლიბანზე ისრაელის თავდასხმების პროტესტის ნიშნად