პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქოჩარიანსა და კიდევ ორ პოლიტიკურ ოპონენტს საჯაროდ მიმართავს: „ნუ იჩქარებთ ბარგის ჩალაგებას“...
რობერტ ქოჩარიანი 14 ივნისს ერევნის აეროპორტიდან გეგმავდა საზღვარგარეთ გამგზავრებას, თუმცა მესაზღვრეებმა ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს.
ის რუსეთში მიემგზავრებოდა
ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს დაუდასტურა ბაგრატ მიკოიანმა, ქოჩარიანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.
მისი ვაჟის, ლევონ ქოჩარიანის თქმით, პოლიტიკოსი რუსეთში მიემგზავრებოდა. ეს დეტალი მან Factor TV-ს გაუზიარა.
ჯერჯერობით უცნობია, რა სამართლებრივ საფუძველზე არ მისცეს მას საზღვრის კვეთის უფლება. ქოჩარიანის შტაბის უფროსი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტს „უკანონოდ“ მოექცნენ.
წინა დღეს ქოჩარიანმა დაწერა, რომ სომხეთიდან სამი დღით მიემგზავრებოდა „პირადი მიზნით“, რაც დიდი ხნით ადრე დაგეგმა და არჩევნების გამო არაერთხელ გადადო.
მესამე პოლიტიკოსი ერთ კვირაში
რობერტ ქოჩარიანი უკვე მესამე ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელსაც სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს. კერძოდ:
- მილიონერ ბიზნესმენს, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერ გაგიკ წარუკიანს 9 ივნისს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი; ის აეროპორტიდან უკან დააბრუნეს;
- გაგიკ წარუკიანს ბრალად ედება დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდება, - წერს „არმენპრესი“ გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით.
ასევე ნახეთ
არჩევნებიდან 2 დღეში ოპოზიციონერ პოლიტიკოს წარუკიანს ბრალი წარუდგინეს- 12 ივნისს ქვეყნიდან არ გაუშვეს სამველ კარაპეტიანის ძმისშვილი, პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ნარეკ კარაპეტიანი.
- მისი თქმით, მას საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაყოვნებული სომხური სატვირთო ავტომობილების ნახვის მიზნით ლარსში გამგზავრება სურდა, თუმცა სომეხმა მესაზღვრეებმა სომხეთ-საქართველოს საზღვარზეც არ გაუშვეს.
ასევე ნახეთ
კარაპეტიანის ძმისშვილი, რომელსაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე მისვლა სურდა, სომხეთიდან არ გაუშვესასევე ნახეთ
კარაპეტიანის ძმისშვილს რუსეთის მოქალაქეობის „დამალვაში“ სდებენ ბრალსამასთან, ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს ნარეკ კარაპეტიანის ბიძას, მილიარდერ ბიზნესმენს, რუსეთ-სომხეთის მოქალაქე სამველ კარაპეტიანს.
მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა აქვთ შეფარდებული.
ასევე ნახეთ
არჩევნები სომხეთში - 6 მანდატი საკონსტიტუციო უმრავლესობამდე, ფაშინიანი მილოცვებს იღებსრას ამბობს ფაშინიანი
14 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მიმართა სამივე ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, სამველ კარაპეტიანს, რობერტ ქოჩარიანსა და გაგიკ წარუკიანს:
„ნუ იჩქარებთ ბარგის ჩალაგებას. [საარჩევნო] კამპანიის დროსაც ვთქვი: სომხეთიდან გაქცევის შესაძლებლობაზე იოცნებებთ და ეს შესაძლებლობა ვერ გექნებათ“.
ფაშინიანის განცხადებით, ხალხი ცალსახად მოითხოვს „სამთავიანი მაფიის მუხლებზე დაჩოქებას, მის განადგურებას და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს“.
მანამდე, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, 8 ივნისს ფაშინიანმა გაიმეორა, რომ წარუკიანი, - ასევე ოპოზიციონერები, რობერტ ქოჩარიანი და სამველ კარაპეტიანი, - პასუხისგებაში უნდა მისცენ.
არჩევნების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან ასე უპასუხა შეკითხვას, ხედავს თუ არა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.
ასევე ნახეთ
„გავანადგურებ რობს, კალუგელ კაცს, სერჟს და გაგოს“ - ფაშინიანი ოპოზიციონერებზე მოქალაქესთან დაპირისპირებისას7 ივნისის არჩევნების შედეგად:
- ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტს“ - 105-წევრიან პარლამენტში 64 მანდატი ექნება ხმების 49,82%-ის საფუძველზე. ეს საკმარისია ახალი მთავრობის დამოუკიდებლად დასაკომპლექტებლად, თუმცა საკონსტიტუციო უმრავლესობამდე მას 6 მანდატი აკლდება;
- სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთი“ მეორე ადგილზე გავიდა და პარლამენტში 29 მანდატით იქნება წარმოდგენილი;
- მესამე ადგილზე გავიდა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ასევე პრორუსული ორიენტაციით ცნობილი რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ - მან 12 მანდატი მოიპოვა;
- გაგიკ წარუკიანის „აყვავებულ სომხეთს“ ბარიერის გადასალახად მხოლოდ 0,004 პროცენტული პუნქტი დააკლდა - მან ხმების 3,996% მოაგროვა.