მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში მდებარე ეს ცენტრი რუსეთის სახელმწიფო კომპანიის, თანამგზავრული კავშირგაბმულობის ნაციონალური ოპერატორის, „კოსმოსური კავშირის“ ხუთიდან ერთ-ერთი და ყველაზე მსხვილი ცენტრია.
„დუბნაზე“ შეტევა დაადასტურა ცენტრის მფლობელმა სახელმწიფო კომპანიამ.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, „დუბნაზე“ დარტყმის შედეგად ობიექტზე დაფიქსირებულია მასშტაბური დაკვამლიანება, სხვა შედეგები კი დაზუსტების ეტაპზეა.
- საჯარო წყაროების მიხედვით, ცენტრი „დუბნა“ უზრუნველყოფს თანამგზავრული კავშირის არხებისა და ტელერადიომაუწყებლობის მუშაობას და ემსახურება სამთავრობო კავშირის ხაზსაც, არხით „მოსკოვი(შაბოლოვკა)-დუბნა".
ასევე ნახეთ
მოსკოვის მერს დაბადების დღე პირად ბლოგში შეღწევით და პროუკრაინული ტექსტებით „მიულოცეს“22 ივნისს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „კოსმოსური კავშირის“ პრესსამსახურში სახელმწიფო სააგენტო „ტასს" განუცხადეს, რომ ცენტრ „დუბნაზე" უპილოტო საფრენი აპარატებით „მასირებული შეტევა„ იყო, თუმცა „სატელევიზიო მაუწყებლობა არ დარღვეულა, პერსონალი არ დაშავებულა და იღებენ ზომებს შედეგების ლიკვიდაციისთვის". რა შედეგებია ეს, კომპანიაში არ უთქვამთ.
ბოლო დღეებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რამდენჯერმე შეუტიეს მოსკოვს და მოსკოვის ოლქს. 16 და 18 ივნისს დრონებით დარტყმა იყო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა.