ინფორმაცია ორ კომპანიას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე 2026 წლის 22 ივნისს გავრცელდა.
Telecom Armenia-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, არამ ბარსეღიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ პროექტის ამოქმედება ჯერ კიდევ წინაა და აუცილებელია, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამისი ნებართვა გასცეს.
ასევე ნახეთ
ბაქოში „აშშ-აზერბაიჯანის ეკონომიკური დიალოგის“ პირველი შეხვედრა იმართებარას მოიცავს შეთანხმება
შეთანხმების ფარგლებში აზერბაიჯანული მხარე მომსახურების საფასურს სომხურ კომპანიას გადაუხდის, თუმცა კომპანიები ფინანსურ დეტალებს არ ასაჯაროებენ და აღნიშნავენ, რომ ეს კომერციული საიდუმლოა.
არამ ბარსეღიანის განმარტებითვე, აზერბაიჯანულ მხარეს მხოლოდ 100 გიგაბიტი/წამში გამტარუნარიანობის საკაბელო მაგისტრალზე ექნება წვდომა და არა მონაცემებზე.
მისი თქმით, არ იგულისხმება, რომ აზერბაიჯანი სომხურ ინტერნეტქსელს შეუერთდება, - ის მხოლოდ სატრანზიტო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
„ჩვენ მათ ინტერნეტს არ მივყიდით. ეს უბრალოდ სატრანზიტო არხია, რომლის მეშვეობითაც საკუთარ ინტერნეტს გამოიყენებენ. სომხეთიდან არაფერს ვყიდით - მხოლოდ შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ ნახიჩევანსა და აზერბაიჯანს შორის კავშირი დამყარდეს“, - განაცხადა მან რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.
ასევე ნახეთ
არჩევნები სომხეთში - 6 მანდატი საკონსტიტუციო უმრავლესობამდე, ფაშინიანი მილოცვებს იღებს„TRIPP-ის ლოგიკა“
მისივე შეფასებით, პროექტს მნიშვნელოვანი სტრატეგიული დატვირთვა აქვს და თავისი ლოგიკით შეესაბამება სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ის მთავრობების მიერ ინიციირებულ „ტრამპის მარშრუტის“ კონცეფციას, თუმცა ფორმალურად მისი ნაწილი არ არის.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პერიოდულად აცხადებს, რომ TRIPP-ის ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამართვა იგეგმება.
მათ შორის, ფაშინიანის თქმით, საჭიროა საკომუნიკაციო კაბელების, გაზსადენებისა და სხვა ქსელების განვითარება, - რეგიონული კავშირების გაღრმავება და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება ყველა მხარეს შორის.
ასევე ნახეთ
რუბიომ და მირზოიანმა ხელი მოაწერეს 3 შეთანხმებას - TRIPP, მინერალები, სტრატეგიული პარტნიორობა- TRIPP-ი შემუშავებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2025 წლის 8 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე.
- ამ პროექტის წყალობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმებები გააფორმეს, პოლიტიკური მხარდაჭერა და მიღწეული მშვიდობის განმტკიცების პირობა მიიღეს.
- დღეს სომხეთიც და აზერბაიჯანიც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან.