რუსეთმა სუმი დაბომბა, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში

15 ივლისს რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქი სუმი დაბომბეს

15 ივლისს რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქი სუმი დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 3 მშვიდობიანი მოქალაქე და 17 დაშავდა.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მართვადი ავიაბომბებით ექვსი დარტყმა იყო. ერთი ბომბი სამედიცინო დაწესებულების მახლობლად, ხალხმრავალ რაიონში ჩამოვარდა.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. რომელი, პოლიციას არ დაუკონკრეტებია.

ასევე ნახეთ

ოდესაში მსხვერპლია რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად

ასევე ნახეთ

უკრაინის მოსახლეობაში მსხვერპლმა ივნისში პიკს მიაღწია 2022 წლის აპრილის შემდეგ