რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. შეტევა 15-დან 16 ივლისის ღამით დაიწყო.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, 16 ივლისის დილის შვიდი საათისთვის დადასტურებულია, რომ დაიღუპა 2 და დაიჭრა 5 ადამიანი. დაჭრილებს შორის ერთი ბავშვია.
დარტყმა იყო კიევის დარნიცის და სვიატოშინსკის რაიონებზე, სადაც ხანძრები გაჩნდა სასაწყობე და ადმინისტრაციულ შენობებში. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურს არ დაუკონკრეტებია, რა ინახებოდა ამ საწყობებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე 16 ივლისს დილით გამოქვეყნებული ცნობით, კიევში დაარტყეს „სამხედრო მრეწველობის საწარმოებს, რომლებიც ჩართული არიან უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებასა და შენახვაში“.
ასევე ნახეთ
დრონებით შეტევა იყო ქალაქ ენგელსზე, სადაც რუსეთს სამხედრო აეროდრომი აქვსივლისის დასაწყისიდან რუსეთის ჯარებმა კიევზე რაკეტებით და დრონებით რამდენჯერმე მიიტანეს მასირებული შეტევა, რასაც მოჰყვა დიდი მსხვერპლი და ნგრევა, მათ შორის სახლების. ივლისის პირველი ორი შეტევის შედეგად(2 და 6 ივლისს) საერთო ჯამში, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყველა შეტევის შემდეგ აცხადებდა, რომ კიევში დაარტყეს სამხედრო მრეწველობის ობიექტებს.