ეს თანხა თითქმის 8 მილიარდი დოლარით მეტია ბოლო საჯარო შეფასებაზე.
ჰეგსეტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ ეს რიცხვი ასევე მოიცავს 30 სექტემბრამდე მოსალოდნელ ხარჯებს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰეგსეტმა, რომელიც სენატის ასიგნაციების კომიტეტის წინაშე წარსდგა გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარესთან, გენერალ დენ კეინთან ერთად, საჯაროდ უპასუხა მათ შეკითხვებს მას შემდეგ, რაც აშშ-ის არმიამ ამ თვის დასაწყისში ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები განაახლა.
ირანის წინააღმდეგ ომი აშშ-მა და ისრაელმა წელს, თებერვლის ბოლოს დაიწყეს. აპრილში მიღწეული იქნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
15 ივნისს აშშ-სა და ირანის ოფიციალურმა პირებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ჩარჩო დოკუმენტზე, რომელიც მიზნად ისახავდა ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებას და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას, ასევე ლიბანში საომარი მოქმედებების დასრულებას.
ასევე ნახეთ
ირანის ძალებმა ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში დაბომბა აშშ-ის ობიექტები
საომარი მოქმედება განახლდა ივლისში. აშშ-ის მიერ უპირატესად სამხრეთ ირანში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის საპასუხოდ
ირანმა დაარტყა სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ბაზებს და ასევე სამოქალაქო ობიექტებს.