ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის ტელეგრამ-არხზე 23 ივლისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოდესაზე შეტევა თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მსხვერპლი არ არის.
ლისაკის ცნობითვე, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, კერძო სახლები და საოფისე შენობა. მას არ დაუსახელებია ინფრასტრუქტურის კონკრეტული დაზიანებული ობიექტები.
ოდესის ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადებული იყო იზმაილის რაიონშიც, რომელიც რუმინეთს და მოლდოვას ესაზღვრება. მდინარე დუნაიზე მდებარე იზმაილში ოდესის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პორტია.
- რუსეთის ჯარები ინტენსიურად უტევენ ოდესის ოლქის პორტებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სამიზნე სამხედრო დანიშნულების ობიექტებია. დარტყმის ქვეშ მოექცა არაერთი სატვირთო გემიც.
- უკრაინამ რუსეთი გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მძევლად აყვანაში დაადანაშაულა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა ითხოვა.
ასევე ნახეთ
უკრაინამ გაეროში საგანგებო სხდომის მოწვევა ითხოვა შავ ზღვაში გემებზე რუსეთის დარტყმების გამოგასულ ღამით რუსეთის ჯარებმა იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ სუმიზეც. საქალაქო საბჭოს ცნობით, სუმის ორ რაიონში დარტყმა იყო ავტოგასამართ სადგურებზე. დაშავდა ერთი ადამიანი.
წინა დღის განმავლობაში, 22 ივლისს რუსეთის ჯარებმა სუმის ოლქს დაარტყეს დრონებით და მართვადი ავიაბომბებით. უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 23 ივლისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 22 ივლისის საღამოს ექვსი საათიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს ერთი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“, ხუთი მართვადი საავიაციო რაკეტით და 168 დრონით.
დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო ორი მართვადი საავიაციო რაკეტის და 154 დრონის მოგერიება და ერთი ბალისტიკური და სამი მართვადი საავიაციო რაკეტითა და შვიდი დრონით პირდაპირი დარტყმა ცხრა ადგილზე.