მოსამართლმ საქმის განხილვა 28 ივლისს, გვიან საღამოს, დაახლოებით 22:00 დაიწყო და ოთხ საათზე მეტ ხანს უსმენდა მხარეებსა და მოწმეებს, შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ:
- ლაშა დგებუაძისთვის 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდებინა;
- სანდრო სეხნიაშვილისა და მარინე ნანავასთვის კი 5000-5000-ლარიანი ჯარიმა.
თუკი ის ამ ღამით არ განიხილავდა ამ საქმეებს, ადმინისტრაციული პატიმრობისთვის გათვალისწინებული 48-საათიანი პერიოდი ამოიწურებოდა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იქნებოდა, სამივე მათგანი გაეთავისუფლებინა საკითხის განხილვამდე.
რა მოხდა თბილისის საკრებულოსთან, თავისუფლების მოედანზე
თბილისის საკრებულოსთან 26 ივლისს, აქციის მიმდინარეობისას 10 ადამიანი დააკავეს: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი.
შსს-ს ცნობით, დაკავებულებს „შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.
თბილისში, საკრებულოსთან ჯერ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა, რომელიც ერთხელ უკვე იყო დაკავებული სისხლის სამართლის წესით და ციხე სულ რამდენიმე კვირის წინ დატოვა, საკრებულოსთან იყო ბანერით, რომელზეც ეწერა: "ბიძინა ყ***? კი თუ არა".
თოშხუას დაკავების შემდეგ, უწყვეტი პროტესტის მონაწილეები მისთვის სოლიდარობის ნიშნად საკრებულოსთან მივიდნენ, მათ ნაწილსაც ხელში მსგავსი შინაარსის ბანერები ეჭირა, პოლიციამ კიდევ 9 დემონსტრანტი დააკავა.
ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
ასევე ნახეთ
თბილისში 10 ადამიანი დააკავეს "შეურაცხმყოფელი ბანერებისთვის"27 ივლისს, იმავე ადგილას იმავე შინაარსის პლაკატის გამო პოლიციამ დააკავა დემონსტრანტი ნოდარ წიწრიაშვილი. მასაც საკრებულოსთან წინა დღით დაკავებულთა სოლიდარობის მიზნით, ხელში ეჭირა ბანერი წარწერით: „ბიძინა *ლე? - კი; არა“.
ასევე ნახეთ
თბილისის საკრებულოსთან დააკავეს დემონსტრანტი6 დაკავებულის საქმე
26 ივლისს დაკავებული ექვსი ადამიანის საქმე ორმა მოსამართლემ ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ ორ სხვადასხვა სხდომაზე განიხილეს. მათ გადაწყვეტილება ასეთია:
- თორნიკე თოშხუა - 3000 ლარი;
- მარიამ მეყანწიშვილი - 6000 ლარი;
- ნატო ბოლქვაძე - 5 დღიანი პატიმრობა;
- შაკო ბაღდოშვილი - 10 დღიანი პატიმრობა;
- ია მელითაური იზოლატორში 5 დღეს გაატარებს;
- ვასილ ბერიძეს კი 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
თორნიკე ტიკარაძის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო.