UEFA ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საჩივარს ამზადებს

ევროპული ფეხბურთის ორგანომ, UEFA-მ, მოამზადა საჩივარი, რომელშიც მძაფრი კრიტიკის ქვეშ მყოფ FIFA-ს ხელმძღვანელს ჯანი ინფანტინოს „მართვაში გულგრილობაში “ სდებს ბრალს მსოფლიო ჩემპიონატში კერძო დაფინანსების მოზიდვის მის მიერ უკვე შეჩერებული გეგმის გამო.


„UEFA აქტიურად განიხილავს სამართლებრივი დავის დაწყებას, რომელიც გამომდინარეობს და უკავშირდება... FIFA-ს მიერ შეთავაზებულ გეგმას“, — ნათქვამია იურიდიულ დოკუმენტში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის სასამართლოში უნდა იქნას წარდგენილი და რომელიხ AFP-მ მოიპოვა.

დოკუმენტი წარმოადგენს მოთხოვნას მტკიცებულებების შეგროვების ნებართვაზე შვეიცარიაში შესაძლო სისხლის სამართლებრივი საჩივრისთვის, სადაც როგორც UEFA-ს, ისე მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს, FIFA-ს სათავო ოფისები მდებარეობს.

„უფრო კონკრეტულად, UEFA და სხვა დაინტერესებული მხარეები ემზადებიან ინფანტინოს და, შესაძლოა, FIFA-ს სხვა ოფიციალური პირებისა და მრჩევლების წინააღმდეგ, შვეიცარიაში სისხლის სამართლებრივი სარჩელის წარსადგენად შვეიცარიის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული “მართვაში გულგრილობის” გამო“, — ნათქვამია დოკუმენტში.

UEFA-მ — რომლის მუქარამაც მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირების შესახებ, საყოველთაო შეფასებით, გადამწყვეტი როლი ითამაშა ინფანტინოს დამამცირებელ უკანდახევაში წინადადების წამოყენებიდან სულ რამდენიმე დღეში — წარმოადგინა იმ დოკუმენტების ვრცელი სია, რომლებზე წვდომასაც ითხოვდა და რომლებიც ეხებოდა FIFA Forward Enterprise (FFE)-ის გეგმის წინაპირობებსა და ისტორიას.

ასევე ნახეთ

FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის უფლების გაყიდვის გეგმაზე უარი თქვა

სატმე ეხება შეხვედრას, რომელიც გასულ თვეში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინა დღეს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა და რომელსაც FIFA-ს რამდენიმე მაღალი რანგის დირექტორი ესწრებოდა, სადაც მათ, New York Times-ის ცნობით, გეგმის დეტალები გააცნეს.

გაზეთის ინფორმაციით, იქ დამსწრე ხუთი დირექტორიდან ორმა უარი თქვა დოკუმენტზე ხელის მოწერაზე — მათგან ერთ-ერთი იყო ოპერაციული დირექტორი კევინ ლამური, რომელმაც მას შემდეგ FIFA დატოვა.

ასევე ნახეთ

FIFA-ს ხელმძღვანელის მრჩეველი თანამდებობიდან გადადგა პროტესტის ნიშნად

UEFA ითხოვს მასალებს FIFA Americas-სგან და FWC2026-სგან, რომლებიც ეხება FFE-ის მმართველობასა და წინადადების შიდა დამტკიცების პროცესს, მათ შორის ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც წარდგენილი იყო FIFA-ს საბჭოსთვის, FIFA-ს კონგრესისთვის, FIFA-ს ბიუროსთვის ან FIFA-ს მმართველი საბჭოსთვის, — ნათქვამია დოკუმენტში.

თუკი UEFA წარმატებით მოიპოვებს დმასალებზე წვდომას, იგი გეგმავს საჩივრის შეტანას შვეიცარიაში და აცხადებს, რომ მიიღო დადასტურება იმის შესახებ, რომ იგი აკმაყოფილებს შვეიცარიის სასამართლოში საქმის განხილვისთვის საჭირო მოთხოვნებს.

ასევე ნახეთ

ინფანტინომ ბოდიში მოიხადა, ის FIFA-ს პრეზიდენტად რჩება