სტატია 31 აგვისტოს arctic.ru-ზე და საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა სათაურით - "საერთაშორისო თანამშრომლობა არქტიკაში: გამოწვევები და შესაძლებლობები". იმავე აბზაცში იმუქრება - "არამეგობრულ, მტრულ მოქმედებებზე არის და იქნება ადეკვატური პასუხები, მათ შორის - ასიმეტრიული. რუსეთი მსოფლიოს ყველა რეგიონში უპირატესობას ანიჭებს კონსტრუქციულ დიალოგს, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენი ეროვნული ინტერესები იქნება დაცული ყველა არსებული საშუალებით".
ქვეთავში სათაურით "არქტიკაში საერთაშორისო თანამშრომლობის გამოწვევები" სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ რუსეთს არქტიკის "მშვიდობისა და თანამშრომლობის ზონად" შენარჩუნება სურს, ნატოს ქვეყნებს და მთელ სამხედრო ალიანსს "საქმე მიჰყავთ რეგიონის მილიტარიზაციისკენ, იქ საერთაშორისო დაძაბულობის კერების შექმნისკენ", რაც მისი სიტყვებით, შეიარაღებული კონფრონტაციის საფრთხეს ქმნის:
"2026 წლის თებერვალში ნატო შეუდგა ოპერაცია „არქტიკის მცველის“ განხორციელებას, რომელიც მიმართულია მაღალ განედებზე მისი სამხედრო ყოფნის გაფართოებისკენ. ჩვენი ჩრდილოეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს ტარდება გაძლიერებული სამხედრო მზადება. მიმდინარეობს მასშტაბური აგრესიული მიმართულების სწავლებები, რეგიონს მიღმა ქვეყნების ჩართვით, ჩნდება ნატოს სამეთაურო-საშტაბო სტრუქტურის ახალი ელემენტები. უკიდურეს ჩრდილოეთში ასეთი სამხედრო აქტიურობა პირდაპირ საფრთხეებს უქმნის რუსეთს. იზრდება ინციდენტების რისკები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ შეიარაღებული კონფრონტაცია პოტენციურად კატასტროფული შედეგებით".
ასევე ნახეთ
რუსეთი არქტიკის საჰაერო თავდაცვის ძალებს ამცირებს ომის და არმიაში სირთულეების გამოლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთს არქტიკის დაპირისპირების ახალ ხაზად ქცევა სურს:
"ნატოელები და სხვა მედასავლეთეები თავის ჭეშმარიტ მოტივებს არ მალავენ, თავიანთ ამოცანად აცხადებენ რა არქტიკის დაპირისპირების ახალ ფრონტად ქცევას, ჩვენი ქვეყნისა და მისი თანამოაზრეების განვითარების შესაჩერებლად.
დასავლეთის ანტირუსული პოლიტიკის ერთ-ერთ გამოვლინებად იქცა უკიდურეს ჩრდილოეთში ერთ დროს მრავალმხრივი თანამშრომლობის ქმედითი მექანიზმების ბლოკირება. მათი ნაწილი შეწყდა, ნაწილმა კი დიდწილად აზრი დაკარგა, რუსეთის მონაწილეობის გარეშე...
ერთადერთ შემორჩენილ მთავრობათაშორის ფორმატად რჩება თითქმის 30 წლის წინ - 1996 წლის 19 სექტემბერს შექმნილი არქტიკის საბჭო".
ასევე ნახეთ
ნატომ გამოაცხადა ინიციატივა "არქტიკის გუშაგის" დაწყების შესახებრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთი მხრივ არქტიკის საბჭოს სრულფასოვანი მუშაობის განახლებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, მაგრამ წერს:
"თუმცა მზად ვართ იმ სცენარისთვისაც, რომელსაც ახლა ორგანიზაციაში ავითარებენ ნატოს ქვეყნები, როცა ცდილობენ რუსეთის გარეშე, თავიანთ ვიწრო წრეში განიხილონ არქტიკის პრობლემები და ამით არსებითად საქმე მიჰყავთ არქტიკის საბჭოს დისკრედიტაციისა და მარგინალიზაციისკენ. ასეთი შემთხვევისთვის ჩვენ გვაქვს ტერიტორიები, ლოგისტიკა, ტექნოლოგიები და გვყავს საიმედო პარტნიორები არქტიკაში რუსეთის გეგმების განსახორციელებლად".
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი წერს, რომ თითქმის ორი კვირის წინ მურმანსკის პორტში პირველად შევიდა ჩინური სატვირთო გემი:
"19 აგვისტოს არქტიკულ ნაოსნობაში ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა. ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტზე - ტრანსარქტიკული სატრანსპორტო დერეფნის უმნიშვნელოვანეს ნაწილში - მურმანსკის პორტში პირველად შევიდა კონტეინერმზიდი ჩინეთიდან. უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით საფუძველი ჩაეყარა რუსეთის იმიერპოლარეთის ათვისების ახალ ეტაპს, სადაც იწარმოება მშპ-ს 10% და ცხოვრობს 2.5 მილიონი ჩვენი მოქალაქე. ამასთან დაკავშირებით მსურს გამოვხატო მოსაზრებები იმაზე, როგორ ვაფასებთ არქტიკაში არსებულ ვითარებას და როგორ ვგეგმავთ იქ საერთაშორისო ურთიერთქმედების აწყობას".
ასევე ნახეთ
ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, შეწყვიტოს გრენლანდიასთან დაკავშირებით "ჩინურ საფრთხეზე" საუბარილავროვი განმარტავს, რომ არქტიკაში მოქმედებისას რუსეთის ხელისუფლების ყველა შტო ხელმძღვანელობს რუსეთის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული დოკუმენტით - „არქტიკაში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები 2035 წლამდე“, რასაც ეხმიანება 2023 წლის მარტში მიღებული რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაც:
"ამ დებულებების პრაქტიკულად რეალიზაციისთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის კონსტრუქციულად განწყობილ ყველა უცხოურ სახელმწიფოსთან, რომელი შემხვედრ მზადყოფნას გამოხატავს. ასეთი ცოტა არ არის.
...იმ ქვეყნებს შორის, რომლებთანაც იმიერპოლარეთში მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა, აუცილებელია, უპირველესად ვახსენოთ ჩინეთი და ინდოეთი. პეკინთან არქტიკის თემატიკა შინაარსობრივად განიხილება მთავრობების მეთაურთა რეგულარულ შეხვედრებზე. მუშაობს ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტის ორმხრივი ქვეკომისია, საგარეო უწყებათაშორისი კონსულტაციებისა და სამეცნიერო გაცვლების მექანიზმები. შედეგები თავის თავზე მეტყველებს - ეს არის როგორც რუსეთის ჩრდილოეთის ზღვების გავლით რეგულარული საკონტეინერო გადაზიდვების დაწყება მათი რაოდენობის გაზრდის გეგმებით, ისე სხვა მიღწევები, მათ შორის პოლარული კვლევების სფეროში".
არქტიკაში თანამშრომლობის სხვა პარტნიორებს შორის ლავროვი ასახელებს ინდოეთს. სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებს შორის ასახელებს სამხრეთ კორეასა და სინგაპურსაც:
"არის ბრაზილიასთან, ინდონეზიასთან, ირანთან და ბრიქსის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივები. მზად ვართ განვავითაროთ თანამშრომლობა ბელარუსთან, სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან დსთ-ს სივრცეში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ „კოლექტიური დასავლეთის“ არამეგობრულ სასანქციო კამპანიაში მონაწილეობის მიუხედავად, ცალკეულ არქტიკულ პროექტებში რუსეთთან თანამშრომლობისადმი ინტერესს ავლენენ სამხრეთ კორეა და სინგაპური".
ასევე ნახეთ
სტრატეგიული მოკავშირეები თუ ფარული მეტოქეები? – სიორენ ურბანსკი ჩინეთ-რუსეთის პარტნიორობაზერუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იზრდება არქტიკის სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთის უსაფრთხოებისთვის:
"საკმარისია, შეხედო მსოფლიო რუკას და ნათელი გახდება, რომ რუსეთი იყო, არის და იქნება არქტიკის წამყვანი სახელმწიფო. კლიმატურ ცვლილებებთან და პოლარეთისპირა ყინულის მიმდინარე დნობის ფონზე, არქტიკის სატრანსპორტო და რესურსული მისაწვდომობა, ექსპერტების პროგნოზების თანახმად, გაიზრდება.
რეგიონი უკვე იწყებს შეუცვლელი როლის შესრულებას მდგრადი სავაჭრო კავშირების უზრუნველყოფაში, ლოგისტიკური ჯაჭვების გახშირებული რღვევების ფონზე, უპირველეს ყოვლისა - მსოფლიო ოკეანის სისტემურად მნიშვნელოვან სრუტეებში.
გაიზრდება აგრეთვე არქტიკის სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების განსახორციელებლად. გავაგრძელებთ მაღალი განედების კომპლექსურ ათვისებას, ჩვენი არქტიკული ზონის ინფრასტრუქტურის მოწყობას რუსეთის კანონისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული მიზნების შესაბამისად".
ლავროვი არქტიკის სანაპიროს ქვეყნებს შეახსენებს 2008 წელს "არქტიკის ხუთეულის" (რუსეთი, დანია, კანადა, ნორვეგია და აშშ) მიერ ხელმოწერილ "ილულისატის (გრენლანდიის ქალაქი - რთ) დეკლარაციას", რომელიც ტერიტორიული საკითხების დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით გადაჭრას ითვალისწინებს. ის "რუსოფობებად" მოიხსენიებს ნატოს წევრ ქვეყნებს:
"როგორც არაერთხელ აღუნიშნავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, არქტიკაში მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა და ჩვენ ღია ვართ ყველა პარტნიორისთვის, ვინც მზად არის თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე მიიღოს მასში მონაწილეობა.
ასეთები კი - ნატოელ რუსოფობებს მიღმა - აბსოლუტური უმრავლესობაა. იმედისმომცემ მიმართულებებს შორისაა - ბუნებრივი რესურსების განვითარება, ტრანსარქტიკული სატრანსპორტო დერეფნისა და მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილის - ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტის ექსპლუატაცია".
31 აგვისტოს ყირგიზეთის დედაქალაქში გაიხსნა "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" საიუბილეო - 25-ე სამიტი, რომელშიც მონაწილეობენ რუსეთის, ჩინეთის, ირანის, ინდოეთის, ბელარუსის, შუა აზიის ლიდერები მონაწილეობენ. ორგანიზაციის არაწევრი ქვეყნების ლიდერებს შორის სამიტზე ჩავიდნენ თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები.