იაპონიამ გაეროს მიერ მხარდაჭერილი ახალი რუკის შეცვლა მოითხოვა კურილის კუნძულების გამო

შიკოტანი კურილის ერთ-ერთი კუნძულია, რომელსაც იაპონია თავის ტერიტორიად მიიჩნევს

იაპონიის მთავრობამ მოითხოვა, შეიცვალოს ახალი მსოფლიო რუკა Equal Earth-ი, რომლის გამოყენებასაც გაერომ მხარი დაუჭირა გენერალურ ასამბლეაზე 4 სექტემბერს მიღებული რეზოლუციით.

იაპონია რეზოლუციის მხარდამჭერ 164 ქვეყანას შორის იყო, თუმცა ერთ კვირაში იაპონიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ახალი რუკის შეცვლა მოითხოვა, რადგან კურილის სადავო კუნძულები იმავე ფერისაა, როგორითაც რუსეთია აღნიშნული.

  • იაპონია თავის ჩრდილოეთ ტერიტორიად მიიჩნევს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის მიერ ანექსირებულ, კურილის ოთხ კუნძულს: იტურუპს, შიკოტანს, კუნაშირს და ხაბომაის.

ასევე ნახეთ

იაპონიამ გააპროტესტა პუტინის ვიზიტი კურილის კუნძულებზე

იაპონიის მთავრობის მდივანმა მინორუ კიჰარამ 10 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი რუკა შეიცავს გამოსახულებას, რომელიც ეწინააღმდეგება იაპონიის მთავრობის პოზიციას.

Equal Earth-ის საიტის ოპერატორს აშშ-ში იაპონიის საელჩოს მეშვეობით გაეგზავნა ამ გამოსახულების შეცვლის მოთხოვნა.

  • გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 4 სექტემბერს მიღებული რეზოლუცია ითვალისწინებს ე.წ. მერკატორის პროექციის შეცვლას ახალი რუკით Equal Earth, რომელიც უკეთ აჩვენებს ქვეყნებისა და კონტინენტების, განსაკუთრებით აფრიკის რეალურ მასშტაბებს.
  • რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა. თავი შეიკავა ექვსმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ და უკრაინამ.