კომპანიის განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია:
„რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მაგისტრალურ გაზსადენ „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიაზე“ გეგმურ-პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების კომპლექსის ჩატარების გამო, 15-დან 25 სექტემბრის ჩათვლით დროებით შეჩერდება აღნიშნული გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება სომხეთში.
ასევე ნახეთ
ფაშინიანი: "თუ რუსეთი სომხეთიდან თავისი სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, წინააღმდეგი არ ვიქნებით"
აღნიშნულ პერიოდში რესპუბლიკის მომხმარებელთა ბუნებრივი აირით უწყვეტი და საიმედო მომარაგება განხორციელდება შეზღუდვების გარეშე - შიდა რეზერვებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მიწოდების ხარჯზე“.
„გაზპრომ სომხეთმა“ 2025 წლის სექტემბრის შუა რიცხვებშიც შეაჩერა სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება, იმავე გაზსადენის „გეგმური სამუშაოების“ გამო.
ასევე ნახეთ
დაკავებული პრორუსი პოლიტიკოსები და მძიმე ბრალდებები - მოსკოვი სომხეთს ისევ ემუქრებაევროკავშირთან ქვეყნის დაახლოებაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკო ფაშინიანის განცხადებების ფონზე, სომხეთში საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთმა შეზღუდვები დააწესა სომხეთიდან რძის პროდუქტების, ბოსტნეულის, ხილის, ყვავილების, ალკოჰოლის, წყლისა და თევზის იმპორტზე. მოსკოვი ერევანს აგრეთვე დაემუქრა სომხეთში ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და ალმასის უბაჟო მიწოდების შესახებ შეთანხმების შეჩერებით ან დენონსაციით. მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთის ხელისუფლებისგან კვლავ მოითხოვა რეფერენდუმის ჩატარება ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლაზე.
ასევე ნახეთ
ფაშინიანი „კონსენსუსზე თანახმაა“ - მოსკოვი მაინც უარზეა, დათმოს სომხეთის რკინიგზაგასულ კვირაში ნიკო ფაშინიანმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით სომხეთში ბუნებრივ აირზე „ყველაზე მაღალი ფასწარმოქმნაა“ და „არ არსებობს სფერო“, რომელშიც ხელისუფლება დივერსიფიკაციაზე არ წავა.
„ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, განვავითაროთ ჩვენი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა 11 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.