ეს არის შეთანხმება დროებითი ზომების შესახებ, რომელიც სომხეთმა ევროკავშირის საბჭოსთან 3 სექტემბერს შეათანხმა. მისი ფორმალური დასახელებაა „ავტონომიური სავაჭრო ზომები“ (ATM).
ევროკავშირში სომხეთის ელჩმა ტიგრან ბალაიანმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას უწოდა „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სომხეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის გაღრმავების გზაზე“.
ასევე ნახეთ
პუტინი: "თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ მას რუსული სამხედრო ბაზა არ სჭირდება, ხვალვე გავალთ"- ევროპარლამენტის 15 სექტემბრის სესიას 671 დეპუტატი ესწრებოდა;
- მათგან 583-მა - 86%-მა - მხარი დაუჭირა ცვლილებებს;
- წინააღმდეგ 49 წავიდა, ხოლო 39-მა თავი შეიკავა.
ამ გადაწყვეტილებით, ევროკავშირში მიწოდებული სომხური საქონლის დაახლოებით 80%-ის მიმართ გაუქმდება იმპორტის საბაჟო გადასახადები, - ეს ზომა კი ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
ევროპული ტარიფები არ იმოქმედებს სომხური ახალი ბოსტნეულის, ხილისა და მცენარეების 99%-ზე, რომლებიც მანამდე რუსეთში გაჰქონდათ, ასევე სომხეთიდან იმპორტირებული სასმელებისა და ალკოჰოლის 91%-ზე.
ასევე ნახეთ
ევროკავშირმა სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის დროებითი ზომები შეათანხმადამტკიცებული ზომები მიზნად ისახავს ევროკავშირსა და სომხეთს შორის სავაჭრო კავშირების განმტკიცებასა და ევროკავშირის მიერ ერევნის მხარდაჭერას, - მის წინააღმდეგ მოსკოვის დე ფაქტო ემბარგოს დაწესების ფონზე.
- რუსეთმა სომხეთიდან იმპორტირებულ რძის პროდუქტებზე, ბოსტნეულზე, ხილზე, ყვავილებზე, ალკოჰოლზე, წყალსა და თევზის პროდუქციაზე შეზღუდვები დააწესა;
- ეს ნაბიჯები მოსკოვმა გადადგა ევროკავშირთან სომხეთის დაახლოების გეგმების შესახებ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებების ფონზე;
- რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერევნისგან მოითხოვს, სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში, რათა მოსკოვმა შეძლოს გაგება, თუ „როგორ განავითაროს ურთიერთობები სამომავლოდ“.