არჩევნების დასრულებიდან მეორე დღეს, 21 სექტემბერს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, პარტია „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატის, რამზან კადიროვის კონკურენტებმა, „სამართლიანი რუსეთის“ და კომუნისტური პარტიის კანდიდატებმა, ისმაილ დენილხანოვმა და ხალიდ ნაკაევმა 0,05-0,05% მიიღეს. არცერთ მათგანს საარჩევნო კამპანია ფაქტობრივად, არ ჰქონია.
რაც შეეხება კადიროვს, რეპრესიებითა და სისასტიკით ცნობილ მმართველს, ის საარჩევნო კამპანიის დროს მოითხოვდა განსხვავებულად მოაზროვნეთა წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას.
ასევე ნახეთ
უფლებადამცველი: ჩეჩნეთში ძალოვან უწყებებს სახლებიდან მიჰყავთ "არაკეთილსაიმედოდ" მიჩნეული პირები- 2026 წლის არჩევნების ოფიციალური შედეგით, ხმების 99,85%-ით, კადიროვმა გაიუმჯობესა 2021 წლის არჩევნებისას დამყარებული რეკორდი, როცა ოფიციალური მონაცემებით, ჩეჩნეთის მეთაურად არჩეულად გამოცხადდა ხმების 99,7%-ით.
რუსეთის სხვა რეგიონები
სახელმწიფო დუმის არჩევნების(18-20 სექტემბერი) გარდა, რუსეთში ჩატარდა 8 რეგიონის ხელმძღვანელების პირდაპირი არჩევნები.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 21 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, კადიროვის გარდა პარტია „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს მორდოვეთის და ტუვის რესპუბლიკების მეთაურების და ბელგოროდის, ბრიანსკის, პენზის და ტვერის ოლქების გუბერნატორთა არჩევნებში. კომუნისტური პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა ულიანოვსკის ოლქის გუბერნატორის არჩევნებში.
ასევე ნახეთ
„პუტინის პარტიას" დუმაში ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება - წინასწარი ოფიციალური შედეგებირუსეთში არჩევნები ჩატარდა უკრაინის წინააღმდეგ ომის, რუსეთის ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ სისტემაზე კონტროლისა და რეპრესიების გაძლიერების, ოპონენტების კიდევ უფრო შეზღუდვისა და ქვეყანაში რეალური პოლიტიკური კონკურენციის არარსებობის პირობებში.