24 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში განახლებული სარჩელი შეიტანა: „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო - ძლიერი საქართველოსა“ და „ფედერალისტების“ მსგავსად, „გახარია - საქართველოსთვის“ აკრძალვაც მოითხოვა. სარჩელი განსახილველად დაეწერა სასამართლოს პირველ კოლეგიას (ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი), რომელმაც განსახილველად კოლეგიას გადასცა.
ვინ არის პლენუმის წევრი?
საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.
ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ასარჩევად პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის, ანუ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე, თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა მანანა კობახიძემ.
ასევე ნახეთ
მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვაასევე ნახეთ
მანანა კობახიძე: არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდესკოლეგიის თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მან სამოსამართლეო კარიერა წინა ხელისუფლების დროს, 2009 წელს დაიწყო:
- 2009-2010 წლებში - ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მოსამართლის უფლებამოსილებას მივლინების საფუძველზე ახორციელებდა ფოთის საქალაქო სასამართლოშიც;
- 2010-2016 წლებში - ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე;
- 2016 წლის თებერვლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
- 2016-2017 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე;
- 2017-2018 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე;
- 2019 წლის ოქტომბრიდან აირჩა საპროკურორო საბჭოს წევრად;
- 2017-2020 წლებში - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
- 2018 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის 12 ივლისამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
- 2021 წლის 12 ივლისს აირჩიეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ;
- 2022 წლის 18 აპრილიდან 2024 წლის 11 აპრილამდე იყო სადისციპლინო პალატის წევრი, ხოლო 2023 წლის 5 ოქტომბრიდან 2024 წლის 11 აპრილამდე იყო სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე;
- 2024 წლის 11 აპრილიდან 2024 წლის 12 ოქტომბრამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი და თავმჯდომარე;
- 2024 წლის 12 ოქტომბერს აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად;
- 2025 წლის 3 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 8 აპრილიდან, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას;
- 2025 წლის 16 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ.
პირველი კოლეგიის თავმჯდომარე ვასილ როინიშვილი
ვასილ როინიშვილი მოსამართლეობამდე პროკურორი იყო. ჯერ პროკურორობა, შემდეგ კი მოსამართლეობა მანაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო, მათ შორის, 2008-2009 წლებში იყო მთავარი პროკურორის მოადგილე:
- 2004-2006 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; კადრების სამმართველოს უფროსი;
- 2006-2008 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი;
- 2008-2009 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;
- 2009 წელს იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი;
- 2009-2020 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
- 2020 წლის 29 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად - 17 ივნისიდან, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას;
- 2020 წლის 25 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ.
ასევე ნახეთ
საკონსტიტუციოს მოსამართლის ცოლი რუსეთის ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდაევა გოცირიძე
ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც „ქართული ოცნებაა“, 10 წლის ვადით 2017 წელს აირჩია. არჩევამდე მას სამოსამართლეო გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა ორი ვადით - 1997-2000 წწ. და 2013-2017 წწ. - იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.
წლების წინ, 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს შორის ევა გოცირიძეც წარადგინა. მისი კანდიდატურა მიუღებელი იყო არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციისთვის, არამედ მაშინდელი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვისაც.
ევროპულმა სასამართლომ მიწოდებული კანდიდატებიდან მოსამართლედ არავინ დაამტკიცა. მაშინდელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობდა, რომ მოქალაქეებმა და ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის სახალხო დამცველმა, იმუშავეს, რომ სია ქვეყანას უკან დაჰბრუნებოდა. რამდენიმე თვეში, 2017 წლის ნოემბერში, გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა.
ის ეწინააღმდეგებოდა „აგენტების კანონის“ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვასაც - მისი არგუმენტები წაიკითხეთ აქ.
ასევე ნახეთ
რა არის კონსტიტუციის 78-ე მუხლის არსი? - მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი „აგენტების კანონზე“საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ის 1992-1996 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფროსი კონსულტანტი.
მისი ბიოგრაფიის მიხედვით:
- 2012 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორია;
- 2016 წლიდან არის აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი;
- გამოცემული აქვს შემდეგი წიგნები: „გამოხატვის თავისუფლება აშშ-სა და კანადის საკონსტიტუციო სამართალსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის მიხედვით (შედარებითი ანალიზი)" (თბილისი, 2004); „მიზეზობრიობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში" (თბილისი, 2005); „გამოხატვის თავისუფლება ღირებულებათა კონფლიქტში" (თბილისი, 2006); "სიცოცხლის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით" (თბილისი, 2006); „საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი" მე-2 თავი, კონსტიტუციონალიზმის ცენტრი (თანაავტორობით); GIZ (2013); „იმპიჩმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონსტიტუციური დილემები" (თბილისი, 2013); „ჩვენი კონსტიტუცია, კომენტარი, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებანი" (თბილისი, 2015).
- არის ავტორი 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა, რომლებიც გამოქვეყნებულია მსოფლიოს ექვს ქვეყანაში სხვადასხვა ენაზე.
გიორგი თევდორაშვილი
ის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გახდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის 2021 წლის 13 ივლისს გამოცემული ბრძანებით - 5 აგვისტოს, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას. მას სამოსამართლეო გამოცდილება არ ჰქონია.
- 2003 წლიდან დღემდე ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, არის სამართლის დოქტორი, იურიდიული ფაკულტეტის საკონსტიტუციო სამართლის ასოცირებული პროფესორი და სადისერტაციო საბჭოს წევრი.
გოგა კიკილაშვილი
კიკილაშვილი მოსამართლე გახდა მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის 2026 წლის 22 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით.
გოგა კიკილაშვილმა შეცვალა გიორგი კვერენჩხილაძე, რომელსაც არაერთხელ დაუწერია განსხვავებული აზრი თავის კოლეგიაში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი იყო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმე, რომელშიც ხვიჩა კიკილაშვილი „ქართული ოცნების“ პოზიციას დაეთანხმა.
გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის ვაჟია - მამა მოსამართლედ უზენაესმა სასამართლომ დანიშნა. იმის მიუხედავად, რომ თანამდებობაზე 10 წელი უნდა ემუშავა, 5 წელში პირადი განცხადებით უარი თქვა მუშაობის გაგრძელებაზე.
ასევე ნახეთ
საკონსტიტუციოს მოსამართლემ ვადაზე 5 წლით ადრე დატოვა პოსტი - ვადა ეწურება თავმჯდომარესაცხვიჩა კიკილაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის დროს, 2023 წელს მისი ვაჟი გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი - ეს უწყება ნიშნავს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს უვადოდ.
მისი არჩევა დროში დაემთხვა მამის მიერ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ სარჩელის მხარდაჭერას. მაშინ გოგა კიკილაშვილმა მის მიმართ გაჩენილ კითხვებს ასე უპასუხა:
„მსურს, გამოვეხმაურო მიმდინარე საინფორმაციო კამპანიას, რომელიც შეიცავს არასწორ მონაცემებს ჩემს შესახებ, მიზნად ისახავს ჩემს პროფესიულ და პიროვნულ დისკრედიტაციას და ადგილი აქვს მცდელობას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ჩემი არჩევა დაუკავშირდეს არა ჩემს პროფესიულ კვალიფიკაციას, არამედ ნათესაურ კავშირებს“.
ასევე ნახეთ
კონსტიტუციის ნებისმიერი დარღვევა იმპიჩმენტის საფუძველია - როგორ დაასაბუთა ექვსმა მოსამართლემ პრეზიდენტის საქმემას მოსამართლედ არ უმუშავია, თუმცა სხვადასხვა დროს იყო:
- 2020-2023 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი;
- 2023-2026 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი;
- 2025-2026 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი.
სერგო მეთოფიშვილი
სერგო მეთოფიშვილი, რომელსაც მრავალწლიანი სამოსამართლეო გამოცდილება აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოში 10-წლიანი ვადით უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე წლის სექტემბერში დანიშნა. მას არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის წევრად მოიხსენიებდნენ.
მეთოფიშვილმა სამოსამართლეო კარიერა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო - მოსამართლე 2009 წელს გახდა.
სხვადასხვა დროს მუშაობდა გორის რაიონულ, თბილისის საქალაქო და ბოლნისის რაიონულ სასამართლოებში. სხვადასხვა პერიოდში თავმჯდომარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და საგამოძიებო კოლეგიებს. 2025 წლის ივლისიდან 2 ოქტომბრამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე იყო.
ასევე ნახეთ
სერგო მეთოფიშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლე ხდება - მას „კლანის“ წევრად მოიხსენიებდნენგიორგი მოდებაძე
მოსამართლედ დანიშვნამდე გიორგი მოდებაძე განათლების მინისტრის მოადგილე იყო. მას მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა მუშაობდა სასამართლო სისტემაში. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს იყო საერთაშორისო პროექტებში ჩართული:
- 2018 წელს იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სერტიფიცირებული მოხელე - „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის სიახლეები და კორუფციის პრევენციის მექანიზმებში“;
- 2021 წელს - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სერტიფიცირებული მოხელე - „ლიდერობა და მართვა საჯარო სამსახურში“.
როგორ მიიღება პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება?
პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა - რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.