„დღეს „ქართული ოცნება“ თავისი სარჩელით ცდილობს, აკრძალოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა და არა რამდენიმე პოლიტიკური პარტია. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ პარტიების აკრძალვით „ქართული ოცნება“ ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ასევე ნახეთ
გვარამია საკონსტიტუციოში: ასაკრძალი პარტია თავად „ქართული ოცნებაა“მისი შეფასებით, მმართველი პარტიის მიზანია, არჩევნებს ჩამოაშოროს მილიონზე მეტი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და კონსტიტუციის დონეზე განიმტკიცოს ხელისუფლება.
ჯაფარიძემ უარყო „ქართული ოცნების“ ბრალდებები მისი პარტიის არაკონსტიტუციური საქმიანობის შესახებ.
„სინამდვილე კი სრულიად საპირისპიროა! ჩვენი პარტიის მთელი ძალისხმევა სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ აღგვეკვეთა „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს კონსტიტუციის გამუდმებული შეურაცხყოფა და ფეხქვეშ გათელვა“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ
რას წერდა კობახიძე პარტიების აკრძალვაზე 2008-ში და რას ითხოვს „ოცნება“ დღესჯაფარიძემ სარჩელთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საფრთხედ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე შესაძლო გავლენა დაასახელა. მისი თქმით, სარჩელში განვითარებული მსჯელობა 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობის რუსეთიდან საქართველოზე გადატანის მცდელობაა.
„ამ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს გარდამტეხი სამართლებრივი არგუმენტი რუსეთის ხელში“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ
ნადარაია: „ლავროვის განცხადებები რაში აინტერესებს სასამართლოს?“გამოსვლისას ჯაფარიძეს სიტყვა შეაწყვეტინა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ, რომელმაც სასამართლოს მოუწოდა, არ დაეშვა ტრიბუნის პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოყენება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ განმარტა, რომ პოლიტიკურ პროცესებზე საუბარი საქმის განხილვისას გარდაუვალია, თუმცა მხარეები ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს უნდა მოერიდონ.
კამათში ჩაერთო „ლელოს“ წარმომადგენელი ლევან სამუშიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ჯაფარიძე სარჩელის პოლიტიკურ მიზნებზე საუბრობდა და ამის შეფასების შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა.
ასევე ნახეთ
ნადარაია კოპალეიშვილს: ცდილობთ სასამართლოს წარმოჩენას ისე, თითქოს რაღაცაში გზღუდავთრას ითხოვს „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას ითხოვს.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.
ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობაა.