გრძელლულიანი იარაღით შეიარაღებულმა ეჭვმიტანილებმა ქალაქის მე-2 რაიონში მდებარე მაღაზიაზე თავდასხმა დაახლოებით დილის 11:00 საათზე მოაწყვეს.
პარიზის პოლიციის ცნობით, მძარცველები შეიარაღებული იყვნენ, თუმცა ცეცხლი არ გაუხსნიათ და არავინ დაშავებულა.
პოლიციის წყარომ ზარალი ერთ მილიონ ევროზე მეტად შეაფასა, რითაც დაადასტურა ფრანგული მაუწყებლის, Europe 1-ის მიერ მანამდე გავრცელებული ცნობა.
იმავე წყაროს თანახმად, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, ითვლება, რომ ნიღბიანი ოთხი ეჭვმიტანილი, რომელთაგან ერთი საიერიშო შაშხანით იყო შეიარაღებული, მოტოციკლებით ავტომაგისტრალის
მიმართულებით მიიმალა.
პარიზის პოლიციამ განაცხადა, რომ დამნაშავეთა კვალზე გასასვლელად მნიშვნელოვანი რესურსებია მობილიზებული.
ასევე ნახეთ
საფრანგეთში გაძარცვეს ლალიკის მუზეუმი
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებამ გამოძიება დაიწყო „ორგანიზებული ბანდის მიერ ჩადენილი შეიარაღებული ძარცვის“ მუხლით, განაცხადეს პროკურატურაში.
სამრეწველო გიგანტი, De Beers Group-ი - ბრიტანული მრავალეროვნული კორპორაცია - მოიპოვებს, ამუშავებს და ვაჭრობს აფრიკის ქვეყნებში მოპოვებული ბუნებრივი ალმასით.