იაპონიაში რადიოაქტიური წყლის გაჟონვა შეაჩერეს

ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგური

იაპონიაში, დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურ ”ფუკუსიმა-დაიიჩეზე” შეაჩერეს რადიოაქტიური წყლის რეაქტორებიდან ოკეანეში გაჟონვა. ამის შესახებ ელექსტროსადგურის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელმა კომპანიამ განაცხადა. სპეციალისტებმა სპეციალური ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს გაჟონვის რაიონში ნიადაგის გასამაგრებლად.