ვრცელდება ცნობები, რომ პანიკაში მყოფი ადამიანები გამორბიან მანჩესტერში მდებარე არნდეილის სავაჭრო ცენტრიდან, სადაც, თვითმხილველთა ინფორმაციით, გაისმა მძლავრი აფეთქების ხმა.
Your browser doesn’t support HTML5
„მძლავრი აფეთქების“ ხმა მანჩესტერის არნდეილის სავაჭრო ცენტრში
„როიტერის“ ცნობით, პოლიციამ დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია სავაჭრო ცენტრის მიმდებარე საცხოვრებელი სახლებიდან და ოფისებიდან. არნდეილის სავაჭრო ცენტრი მანჩესტერში მდებარე ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო დაწესებულებაა.
ამ ინციდენტის ფონია, ქალაქ მანჩესტერის არენაზე წუხელ მომხდარი აფეთქება, რასაც სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 - დაიჭრა. „პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურებმა იციან თავდამსხმელის ვინაობა, მაგრამ გამოძიების ამ ეტაპზე, ჩვენ არ შეგვიძლია მისი ვინაობის გამჟღავნება“, - განაცხადა ბრიტანეთი პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, რომელმაც მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია მანჩესტერში წუხელ მომხდარი საზარელი თავდასხმის გამო.
Your browser doesn’t support HTML5
მანჩესტერში საკონცერტო დარბაზში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
ბრიტანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მარტოხელა ტერორისტმა ააფეთქა თვითნაკეთი მოწყობილობა არენის შესასვლელის მახლობლად. „მან შეგნებულად შეარჩია ისეთი ადგილი და დრო, რათა თავდასხმას მაქსიმალური ზიანი, ადამიანების განურჩეველი დახოცვა და დაჭრა მოჰყოლოდა“, - განაცხადა ტერეზა მეიმ. მანჩესტერში მომხდარი აფეთქების გამო, საარჩევნო კამპანია შეაჩერეს ბრიტანელმა კონსერვატორებმა, ლეიბორისტებმა და 8 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიების წარმომადგენლებმა.