აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ელოდებიან

საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესი სოხუმში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისია დღეს გამოაქვეყნებს 12 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. კომისიაზე დაყრდნობით, სააგენტოები რია-ნოვოსტი და ტასი იუწყებიან, რომ 35-დან 22 ოლქში მეორე ტური ჩატარდება, ერთში კი ხელახალი კენჭისყრა. საქართველოს ოკუპირებული რეგიონის სახალხო კრების 35 მანდატისთვის იბრძოდა 137 კანდიდატი, რომელთაგან 24 პარტიებმა წარადგინეს, 113 კი საინიციატივო ჯგუფებმა. საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები შეაფასა ეთნიკური წმენდის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის კიდევ ერთ მცდელობად და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა ადეკვატური შეფასებებისკენ.