სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო რიჟამაძე

Your browser doesn’t support HTML5

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 3 სექტემბერს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეხუთე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარმა ”სამართლიანი არჩევნების” იურისტმა ნინო რიჟამაძემ განაცხადა, ანგარიში მოიცავს პერიოდს პირველი აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით, სადაც საუბარი შეეხება წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტებს.