ყირგიზეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ჩამოვარდნილი "ბოინგ 747"-ის კუდი ბიშკეკის მახლობლად მდებარე სააგარაკე დასახლებაში.

ავარიის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 37 ადამიანი. მათს უმრავლესობას მიწაზე მყოფი მოქალაქეები შეადგენენ, რადგან მიწაზე დაშვების შემდეგ თვითმფრინავი სააგარაკე დასახლებაში შევარდა.
 

თვითმფრინავის შასის ნაწილმა ერთ-ერთი სახლი შეანგრია.

ავარიის შედეგად დაინგრა ან დაზიანდა 30-მდე სახლი.

შასის ნაწილი თოვლში. ავარიის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად ნისლსა და დაბალ ხილვადობას ასახელებენ.

გავრცელებელი ცნობების თანახმად, ბიშკეკის მახლობლად, მანასის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის დაჯდომის მიზეზი საწვავის შევსება იყო.

დამტვრეული "ბოინგ 747"-ის კუდის ნაწილი.

მაშველები ნაწილ-ნაწილ აგროვებენ თვითმფრინავის ნამსხვრევებს.