როგორი პირი უჩანს მოსავალს

რთველი

საქართველოს მოსახლეობის 42 პროცენტი - მილიონ ექვსასი ათასი ადამიანი - სოფლად ცხოვრობს. შესაბამისად, ყოველი წლის შემოდგომაზე, როცა მოსავლის აღებისა და დაბინავების დრო დგება, საზოგადოების ყურადღება მიპყრობილია რეგიონებისკენ, სადაც იღებენ როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლიანი კულტურების მოსავალს. მაგალითად, კახეთსა და იმერეთში რთველია გაჩაღებული, სამეგრელოში კი თხილს აბინავებენ. რა პრობლემებს აწყდებიან სოფლის მეურნეობაში დაკავებული ადამიანები მოსავლის აღებისას? - ამ თემაზე შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ლაგოდეხიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და ახალციხიდან.