2003 წელს ერაყში ინტერვენციის ფოტოები
ერაყის დედაქალაქში დაგეგმვის სამინისტროს შენობიდან კვამლი ამოდის აშშ-ის სამხედრო რეიდების დაწყებიდან მეორე დღეს. 2003 წ. 20 მარტი.
ერაყში ჯარების შეყვანამდე აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი მოეპოვებოდა. სურათზე: სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზენტაციისას. 2003 წ. 5 თებერვალი.
საიერიშოდ აღჭურვილი აშშ-ის საზღვაო მედესანტეები პოზიციებს იკავებენ ჩრდილოეთ ქუვეითში, ერაყის საზღვრის მახლობლად. 2003 წლის 18 მარტი.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ოვალური ოფისიდან სატელევიზიო მიმართვისას აცხადებს ერაყის წინააღმდეგ იერიშის დაწყების შესახებ. 19 მარტი.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების F18 ქუვეითში მდებარე ბაზიდან იღებს სტარტს ერაყში საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად. 2003 წ. 20 მარტი.
სპარსეთის ყურეში განლაგებული აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი Bunker Hill-ი "ტომაჰოკის" ტიპის პირველ რაკეტას უშვებს ერაყის მიმართულებით. 2003 წ. 20 მარტი.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იერიშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი სახელმწიფო ტელევიზიით გამოვიდა. თავის გამოსვლაში მან თქვა: "ბოროტმოქმედმა პატარა ბუშმა დანაშაული ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე."
აფეთქება ბაღდადში 20 მარტს, პირველი მასირებული იერიშის დროს.
ერაყის მმართველი ბაათის პარტიის შეიარაღებული ძალების წევრები აშშ-ის იერიშების დროს 20 მარტს.
აშშ-ის ჯარისკაცები პოზიციებს იკავებენ მას მერე, რაც ერაყმა ქუვეითს რაკეტები დაუშინა.
კვამლი ბაღდადში, პრეზიდენტის სასახლის თავზე, აშშ-ის მასირებული საჰაერო იერიშის დროს 21 მარტს.
აშშ-ის საზღვაო მედესანტეები ქუვეითიდან ერაყში შედიან და ემზადებიან საკვანძო მნიშვნელობის ქალაქ ბასრის ასაღებად.
პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის ძეგლი ბაღდადში, ფირდოუსის მოედანზე. ძეგლი 9 აპრილს ჩამოაგდეს.
ერაყის დაღუპული ჯარისკაცის საბანში გახვეული ცხედარი 22 მარტს, ალ-ფავის ნახევარკუნძულზე დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო იერიშის შემდეგ.
მმართველ ბაათის პარტიასთან დაახლოებული "ქალთა ასოციაციის" შეიარაღებული წევრები პარტიის შენობის წინ ბაღდადში 23 მარტს.
აშშ-ის საზღვაო მედესანტეები შედიან ერაყის სამხრეთში მდებარე ქალაქ ალ-ნასირიაში. 23 მარტი.
ქვიშის ქარიშხალი ბაღდადის ცენტრში, რომელიც ამავე დროს ცეცხლწაკიდებული ნავთობის კვამლშია გახვეული.
ერაყელი მამაკაცი მეგობარს ანუგეშებს მას მერე, რაც ბაღდადის ბაზარში რაკეტის აფეთქებას სულ ცოტა 14 ადამიანი ემსხვერპლა 2003 წლის 26 მარტს.
მოსახლეობა ტოვებს ქალაქ ბასრას, რომელიც ჯერ კიდევ ერაყის ჯარებს უკავიათ. 28 მარტი.
აშშ-ის ჯარისკაცები ათვალიერებენ პრეზიდენტის სასახლის მისაღებ ოთახს ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად.
აშშ-ის საზღვაო მედესანტე თვალყურს ადევნებს, როგორ ვარდება კვარცხლბეკიდან პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის ძეგლი ბაღდადში, ფირდოუსის მოედანზე. 2003 წ. 9 აპრილი.