ვლადიმირ პუტინის განცხადება სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებაზე

Your browser doesn’t support HTML5

რუსეთის გენერალური პროკურატურა ტერაქტს უწოდებს 3 აპრილს სანკტ-პეტერბურგის მეტროს სადგურ „სენნაიას მოედანზე“ მომხდარ აფეთქებას, რასაც, სულ მცირე, 10 ადამიანი შეეწირა. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული პირველადი ცნობების თანახმად, მეტროს სადგურ "სენნაიას მოედანზე" დაუდგენელი ნივთი, სავარაუდოდ, მატარებლის ვაგონში აფეთქდა. აფეთქების შედეგად, ყველა მგზავრი ევაკუირებულია, ხოლო სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენმა მუშაობა სრულად შეწყვიტა. აფეთქების შემდეგ განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.